მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:14

13. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა.14. გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.15. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
14. გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლობით აქვს სულმოკლეობის მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა ისეთ საჭმელსა და წამლებს უმზადებენ, რომლებიც სასიამოვნო არ არის, მაგრამ დიდ სარგებელს იძლევა; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მძიმე არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც, და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც სნეულს შესძულდეს, მაინც კეთილად არის განწყობილი მისი შინაურებისა და ახლობლების მიმართ, ხშირად კი თვით სნეულის მიმართაც; მამასაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით აქვს ძალაუფლება შვილზე; თუნდაც შვილი თავისი ნების წინააღმდეგ დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის