მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:11

10. რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.11. ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.12. ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
11. ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის გაცივება და ცხოვრების მოძღვრება:

...ასევე, თუ ცოლი ქმარს ლმობიერს ხედავს, მასთან მუდამ მყოფი დიდ სარგებელს იღებს, და შვილიც.

ამიტომ თითოეულს შეუძლია მოძღვარი გახდეს. რადგან ამბობს: „აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.“ (). ნახე: სახლს ზარალი შეემთხვა? ცოლი შფოთავს, როგორც უფრო უძლური და ამქვეყნიურის მოყვარული? თუ კაცი სიბრძნისმოყვარეა და ზარალს არად აგდებს, მასაც ანუგეშებს და არწმუნებს, რომ კეთილშობილურად იტვირთოს. მითხარი, მაშ, განა იგი ჩვენს სიტყვებზე ბევრად მეტად არ არგებს მას? რადგან თქმა ყველასთვის ადვილია, ხოლო გაკეთება, როცა საჭიროებაში აღმოვჩნდებით, ფრიად ძნელია. ამიტომ ადამიანის ბუნება უფრო საქმეებით იწრთობა ხოლმე; და იმდენად დიდია სათნოების ძალა, რომ ხშირად მონასაც კი მთელი სახლისთვის, ბატონიანად, სარგებლობა მოუტანია.

5. შინაურთა სულიერი წინამძღვრობა და მოვლა

არც უსაფუძ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება:

...ებრ 13:17); და აქაც კვლავ: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ" (). რადგან, როცა თქვა: „აღაშენებდით ურთიერთსა" (), რათა არ ეფიქრათ, რომ მორწმუნეები მოძღვართა ღირსებამდე აიყვანა, ესეც დაურთო, თითქოს ამბობდა: თქვენც მოგეცით ნება, ერთმანეთი აღაშენოთ, რადგან შეუძლებელია მოძღვარმა ყოველივე თქვას. ამბობს: „მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი" (). და როგორ არ არის ეს უჯერო, ამბობს? რას ამბობ? შენ კი, თუ შენი კაცი ადამიანის წინაშე შენთვის შუამდგომლად დადგება, ყველაფერს აკეთებ და ყოველგვარ მადლიერებას გამოხატავ; ხოლო ეს მღვდელი ღმერთის წინაშე შენთვის შუამდგომლობს და მადლიერებას არ გამოხატავ? და როგორ შუამდგომლობს? — ამბობს იგი....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქრისტეში სასოება და ბოროტებისაგან სიფრთხილე:

...როგორც ამბობს: „რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.“ (). „ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.“ (). და სხვაგანაც კვლავ ამბობს: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.“ (). მაგრამ იქ ძილს ერთ რამეს უწოდებს, აქ კი სხვას: აქ ხორციელ სიკვდილს აღნიშნავს, იქ კი ცხოვრებისადმი დაუდევრობას. ამრიგად, რასაც აღნიშნავს, ეს არის: საფრთხეების ნუ გეშინიათ, თუნდაც მოვკვდეთ, ვიცოცხლებთ. ნუ დაკარგავ სასოებას იმის გამო, რომ საფრთხეში ხარ; მტკიცე საწინდარი გაქვს, რადგან, ჩვენდამი ფრიად რომ არ ყოფილიყო გულმხურვალე, თავის ძეს არ მოგვცემდა. ამიტომ, თუნდაც მოკვდე, იცოცხლებ; რადგან თვით ძეც მოკვდა. ამრიგად, მოვკვდებით თუ ვიცოც...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯე მოკლე სიტყვებში:

...ამსა და უწინდელიც გონებაში შეინახოთ, რათა ეს შრომა ამაოდ და უსარგებლოდ არ გამოგვდიოდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ზუსტად შეიცნოთ წერილის ძალა და ამგვარად არა მხოლოდ თავად გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რომ შეძლოთ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (). თუ უფლისკენ წინსვლას გამოიჩენთ და სულიერის შესწავლაში წარმატებას მოიპოვებთ, ჩვენც დიდ სიხარულს მოგვანიჭებთ, რადგან ჩვენი ბედნიერება და უდიდესი ზეიმი სწორედ ამაშია. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" — ამბობს პავლე, — „ანუ არა-მე თქუენა" () და თქვენი ღვთისკენ წინსვლა? ყოველი მოძღვარი, როცა ხედავს, რომ მოსწავლე წინა სწავლებებს მტკიცედ იმახსოვრებს და საქმით აჩვენებს მათგან ნაყოფს, უფრო დიდი მოშურნეობით ასწავლის მას შემდგომ ცოდნასაც. ასევე ჩვენც, რაც უფრო ვხედავთ თქვენი გონების აღძვრას, განწყობის ზრდასა და აზრის გაფრთოვანებას, მით უფრო მოშურნენი ვხდებით მოძღვრების უფრო სრულყოფილად გადმოსაცემად. და რაც უფრო მეტად გადმოვადინებთ თქვენზე ამ სულიერ ნაკადებს, მით უფრო მატულობს ჩვენთანაც მათი დინება თქვენი დამოძღვრისთვის და თქვენი სულები...

სრულად ნახვა