„ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ ().
1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა
რატომღა, მას შემდეგ, რაც მათ უმანკოების შესახებ მკაცრად ელაპარაკა და ახლა შრომის საჭიროებასა და გარდასულთა გამო არ დამწუხრებაზე აპირებდა საუბარს, იმას, რაც ყველა სიკეთის თავი იყო — სიყვარულს — თითქოს გვერდის ავლით აყენებს და ამბობს: „არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" ()? ესეც დიდი გონიერებისა და სულიერი სწავლებისგან არის. რადგან აქ ორ რამეს აჩვენებს: ერთი ის არის, რომ საქმე იმდენად აუცილებელია, რომ სწავლებასაც კი არ საჭიროებს, რადგან უაღრესად დიდი რამ ყველასთვის ცხადია; მეორე კი ის, რომ ამით მათ უფრო მეტად აცხვენებს, ვიდრე...