„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ ().
1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება
როდესაც გადაუდებელ და ხელთ არსებულ საკითხებზე შეჩერდება და შემდეგ უკვე იმ მუდმივ საკითხებზე გადასვლას აპირებს, რომელთა მოსმენაც განუწყვეტლივ საჭიროა, წინ ამ სიტყვას აყენებს: „ამიერითგან“ (), ანუ: მარადის და განუწყვეტლივ „გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ“ (). საოცარია! ამბობს, რომ თავის თავს შეგონებისთვისაც კი სარწმუნოდ არ მიიჩნევს; თუმცა ვინ იყო ასე სარწმუნო? არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. <span...