...თა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა მიემთხუევიან.
ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ცხად და ბრწყინვალე და დიდებულ არს მოსლვაჲ მისი, რაჲსათჳს ანგელოზთაღა მიავლენს წოდებად რჩეულთა მათ? ესე ამისთჳს, რაჲთა უმეტესად პატივ-სცეს მათ ამითცა სახითა. ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღრუბლითა აღიტაცნენო“. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ოდეს-იგი საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი აღდგენ, მაშინ რჩეულნი იგი შეკრიბნენ ანგელოზთა, ხოლო შეკრებულნი იგი ანგელოზ-თა მიერ აღიტაცნენ ღრუბელთა. და ესე ყოველი მეყსა შინა იქმნას, წამსა თუალისასა, რამეთუ არა თუ ცათა შინა მჯდომარე მიუწოდს მათ, არამედ „თავადი გარდამოჴდეს ზეცით საყჳრითა ღმრთისაჲთა“, ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო რასა მოასწავებს ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ? - აღდგომასა და სიხარულსა და გამოჩინებად საკჳრველებისა მის მათ საქმეთაჲსა და შესაწუხებელად ქუედაშთომილთა მათ.
სწავლაჲ ოვ დღისა მისთჳს საშინელისა; და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა
ვაჲ ჩემდა დღისა მისთჳს საშინელისა! ჯერ-იყო ჩუენდა სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ჴსენებაჲ, ხოლო აწ ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა უფროჲსად მწუხარე...