მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 3:8

7. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა,8. რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ.9. რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთჳს ყოველისა მისთჳს სიხარულისა, რომლითა გჳხარის თქუენთჳს წინაშე ღმრთისა ჩუენისა.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
8. რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება:

...დრე ისაა, რომ თქვენ სულიერად იზრდებით, სათნოებით ბრწყინავთ და მავნებლისგან თავს იკავებთ, ისე, როცა შევამჩნევთ, რომ წაიბორძიკეთ და ეშმაკის საცდურებს ჩაებით, მწუხარებით ვივსებით და სირცხვილი, ასე ვთქვათ, სულს მოგვფენია. ნეტარი პავლეს მსგავსად, „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ" (). მაშ, როგორც სრულყოფილნი და გონიერნი, უკანასკნელი დაივიწყეთ და წინ მიისწრაფეთ; აღადგინეთ ის აღთქმანი, რომლებიც ქრისტესთან დადეთ, და ამიერიდან მტკიცედ შეინარჩუნეთ; ჯანსაღი განსჯით ეშმაკის მზაკვრობისთვის ყოველი შესასვლელი ჩაკეტეთ, შემდგომი გულმოდგინებით წარხოცეთ ის მწიკვლი, რაც უზრუნველობით მოგეხილათ; დაამარცხეთ შეუფერებელი და მავნე ჩვევა, გაიფიქრეთ რა, რომ ბოროტება არა მარტო იმაშია, რომ იქ (ცხენთა ასპარეზობებზე) მსვლელნი თავს დიდ ზიანს აყენებენ, არამედ იმაშიც, რომ მრავალ სხვას საცდურად ექცევიან. მართლაც, როცა წარმართები და იუდეველები დაინახავენ, რომ ის, ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის და მუდამ მოძღვრებას ისმენს, მოულოდნელად იქ გამოჩნდება და მათთან აირევა, განა ჩვენს (სწავლებას) მოტყუებად არ ჩათვლიან და ჩვენთან არსებული ყველაფრის შესახებ იმავე აზრზე არ დადგებიან? განა არ ისმენ, როგორ ნეტარი პავლე ხმამაღლა არწმუნებს და ურჩევს: **„დ...

სრულად ნახვა