მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:19

18. ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა.19. რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ? ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?20. რამეთუ თქუენ ხართ დიდებაჲ ჩუენი და სიხარული.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
19. რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ? ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯე მოკლე სიტყვებში:

...1 თეს 5:11). თუ უფლისკენ წინსვლას გამოიჩენთ და სულიერის შესწავლაში წარმატებას მოიპოვებთ, ჩვენც დიდ სიხარულს მოგვანიჭებთ, რადგან ჩვენი ბედნიერება და უდიდესი ზეიმი სწორედ ამაშია. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" — ამბობს პავლე, — „ანუ არა-მე თქუენა" () და თქვენი ღვთისკენ წინსვლა? ყოველი მოძღვარი, როცა ხედავს, რომ მოსწავლე წინა სწავლებებს მტკიცედ იმახსოვრებს და საქმით აჩვენებს მათგან ნაყოფს, უფრო დიდი მოშურნეობით ასწავლის მას შემდგომ ცოდნასაც. ასევე ჩვენც, რაც უფრო ვხედავთ თქვენი გონების აღძვრას, განწყობის ზრდასა და აზრის გაფრთოვანებას, მით უფრო მოშურნენი ვხდებით მოძღვრების უფრო სრულყოფილად გადმოსაცემად. და რაც უფრო მეტად გადმოვადინებთ თქვენზე ამ სულიერ ნაკადებს, მით უფრო მატულობს ჩვენთანაც მათი დინება თქვენი დამოძღვრისთვის და თქვენი სულების სარგებლისთვის; აქ ხომ ის ვერ მოხდება, რაც ჩვეულებრივ ფულთან ხდება. იქ, ვინც მოყვასს ვერცხლს აძლევს, საკუთარ ქონებას ამცირებს, და რაც მეტს აძლევს, მით უფრო მცირდება მისი ქონება. აქ კი პირიქით: სწორედ მაშინ მატულობს ჩვენი ქონება, სწორედ მაშინ იზრდება ეს სულიერი სიმდიდრე, როცა მოძღვრებას უხვად გადმოვადინებთ მათთვის, ვისაც მისი მოპოვება სურს....

სრულად ნახვა