მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:15

14. რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან,15. რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან16. და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
15. რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲსათჳს მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: „რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს“. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ: წინააღმდგომ ღმრთისა არს და ამისთჳს არა მოვალთ, იხილეთ, რასა ეტყჳან მჩინებელნი იგი, ვითარმედ: მამაჲ იქმსო ქორწილსა ამას, და მან მოგუავლინნაო წოდებად.

ისმინეთ უკუე შემდგომიცა: ვინაჲთგან არა ინებეს მოსლვად, არამედ მჩინებელნიცა იგი მოსწყჳდნეს, „მიავლინა ერი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი მათი მოწუა ცეცხლითა“. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რაჲ-იგი ყოფად იყო მათ ზედა უესპასიანეს და ტიტეს მიერ. რამეთუ ამის-თჳს არა მასვე ჟამსა იქმნა მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ და სრულიადი იგი დაქცევაჲ ჰურიათაჲ, რაჟამს ქრისტე ჯუარს-აცუეს, არამედ შემდგომად ორმეოცისა წლისა, რაჲთა აჩუენოს სულგრძელებაჲ თჳსი. ხოლო მოკლეს რაჲ იაკობ ზებედესი, დაქოლეს სტეფანე, განტჳნეს იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, აგინეს და დევნნეს მოციქულნი, მერმე მოიწია შურის-გებაჲ იგი. ვიდრეღა იოვანე მახარებელი სოფელსა შინა იქცეოდა და სხუანი მრავალნი ქრისტეს თანა ყოფილნი...

სრულად ნახვა