თარგმანი: ვინაჲთგან ძილი და უდებებაჲ მჴეცთ შესაჭმელ ჰყოფენ სულსა, ამისთჳს სიფრთხილედ და მღჳძარებად გჳბრძანებს დაუგებელისა მისთჳს და ყოვლად სამარდისოჲსა მძჳნვარებისა, რომელი აქუს ჩუენთჳს საცნაურსა მას ლომსა, მოსურნესა შთანთქმისა ჩუენისასა, რომელი-იგი, ვინაჲთგან საღმრთოდ მღჳძარეთა და კეთილად მოღუაწეთა ვერ შთანსთქამს, ამისთჳს მიმოვალს, რაჲთა პოვოს ვინმე დამძიმებული ჰრულითა უდებებისაჲთა, და ყოს საზრდელ მუცლისა თჳსისა, არამედ ვსძლოთ მას, უკუეთუ მტკიცე ვიყვნეთ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და იგი ჰბრძოდის მას ჩუენ წილ.
1 პეტრე 5:8
...), რადგან ასეთი რამ სურდა ეჩვენებინა: მცირედიც კი ნუ მისცემ იმას, რაც სურს. რადგან ასეთები არიან ბოროტნი: დიდი სურვილით ახორციელებენ მოყვასთა წინააღმდეგ შეთქმულებას, ისევე როგორც ეშმაკი, რომლის შესახებაც ამბობს: „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (). ასე დაესხა იობს სურვილით; ასე განიზრახავდა პეტრეზეც შეტევას; ამიტომაც ამბობდა: „რაოდენგზის მოგითხოვა სატანამ, რომ ვითარცა იფქლი გაგცრას“ ()3. ხედავ, რაოდენი სურვილი ჰქონდა? არიან ადამიანებიც, რომლებიც ბოროტი თვალისა და შურის გამო მის ბოროტებას ბაძავენ და სხვათა უბედურებებზე ხარობენ. მათაც ვაებით მოიხსენიებს წერილი, როცა ამბობს: „ვაი, რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა“ (); და სრულიად სამართლიანად, რადგან ეს გახრწნილი გონების საქმეა....
...ამიტომ ამბობს: „არ არის მხსნელი და მაცხოვნებელი." ხოლო რომ ეშმაკს წმინდა წერილი ლომს უწოდებს, მოისმინე, თვითონ როგორ ამბობს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ ().
და თვით ეს წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (). რადგან მრავალსახეა ეს მხეცი; მაგრამ თუ ვიფხიზლებთ, ეს ლომი და ვეშაპი ყოველგვარ ტალახზე უფრო უღირსი იქნება, და ჩვენ წინააღმდეგ პირდაპირ საბრძოლველადაც ვერ დადგება; ხოლო თუ დადგება კიდეც, დაითრგუნება. რადგან ამბობს, რომ მოცემული გვაქვს „ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა“ (). რადგან, ერთი მხრივ, დიდი მძვინვარებით დაეხეტება, როგორც ლომი; მაგრამ თუ თავს დაესხმება მათ, ვისაც ქრისტე აქვთ, შუბლზე ჯვარი, სულიწმინდის ცეცხლი და არასოდეს ჩამქრალი ლამპარი, შეხედვასაც ვერ შეძლებს; ზურგს შეაქცევს და წა...
...ეშმაკი მუდამ თავს გვადგას. მოისმინე, რას ამბობს წერილი მის შესახებ. „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა." (). ურიცხვი სხეულებრივი ვნება გვესხმის თავს; მათი ჩამოთვლა აუცილებელია, რათა ამაოდ არ მოვიტყუოთ თავი. რადგან, მითხარი, რა არ გვეომება? სიმდიდრე, სილამაზე, ფუფუნება, ძალაუფლება, ხელმწიფება, შური, დიდება, უგუნურება განა არ გვეომება? რადგან მხოლოდ ჩვენი დიდება კი არ გვეომება და თავმდაბლობაში შესვლას გვიშლის, არამედ სხვათა დიდებაც, რადგან შურისა და მშურნეობისკენ მიგვიყვანს. და საპირისპირონი - სიღარიბე, უპატიობა, არაფრად ჩაგდება, უკუგდება, არავითარი ძალის არქონა - განა არ გვეომება?
მაგრამ ეს ყოველივე ჩვენშია; ადამიანთაგან კი მოდის ბოროტებანი, შეთქმულებანი, მზაკვრობანი, ცილისწამებანი, ურიცხვი გარემოება; ასევე დ...
...დღეებში? მხოლოდ, გთხოვთ, „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" () და არავითარი ხელი არ მისცეთ თქვენი ცხონების მტერს. იგი, ხედავს რა ახლა თქვენს სულიერ სიმდიდრეს, მძვინვარებს და ბობოქრობს, და „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (). მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით, ღვთის მოწყალებით, არავის სძლევს.
2. სულიერი საჭურველი და სამყაროს შექმნა
ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც სულიწმიდის მადლმმა შემოგვმოსა, როგორც გუშინ ავხსენით, საყვარელნო. ამრიგად, თუ ამ იარაღით მუდმივად შემოვზღუდავთ ყველა ასოს, მტრის მიერ გასროლილი ისრებიდან არცერთი ვერ გვეხება, არამედ ყველა უშედეგოდ დაუბრუნდება მას: ღვთის მადლი ალმასზე მტკიცესა და სრულიად დაუძლეველს გაგვხდიდა, თუ გვსურდა. როგორც ალმასს რომ ურტყამ, არავითარ ზიანს არ აყენებ მას, მხოლოდ საკუთარ ძალას ხარჯავ, და ვინც ეკალს დააბიჯებს, მხოლოდ საკუთარ ფეხებს სისხლისღვრამდე ჭრის, ასე იქნება ჩვენთანაც და ჩვენი ცხონების მტერთანაც, თუ მუდმივად სულიწმიდის მადლის მიერ მოცემულ იარაღს შემოვიმოსავთ. მათი ძალა იმდენად დიდია, რომ მათ ბრწყინვალებასაც კი ვერ იტანს მტერი – მათგან გამომავალი სინათლე მის თვალებს აბრმავებს. ამ იარაღით მუდმივად...
...რომელი თქუა, ვითარმედ: არა წარწყმდა ერთიცა მათგანი“. ; და უხილავიცა იგი მგელი არა მიუშუა წარტაცებად ცხოვართა, რომელ არს ეშმაკი, რომელი არა მგელ ოდენ არს, არამედ ლომიცა, და ეძიებს, რაჲთამცა ვინ შთანთქა, იგივე გუელი არს და ვეშაპი. ; (20,2)
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს
ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ,...
...ი არა აღდგისა?“ და „ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო“.
კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“; ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.
ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“; ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (იოან. 5, 6,8) რამეთუ ცოდვაჲ ბოროტი განრღუეულობაჲ არს და ყოვლისა განრღუეულობისა უძჳრეს, გარნა უკუეთუ ინებო განკურნებაჲ, რაოდენცა ძნელ იყოს სენი შენი, მზა არს კურნებაჲ. დაღაცათუ ოცდაათრვამეტი წელი გაქუნდეს უძლურებასა შინა, ანუ ერგასისი, ანუ უმეტესიცა,...