თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ კაცთა შორის ესრეთ იხილვების, რამეთუ სახლეულთა ჩუენთა უმეტეს განურისხდით ჩუენდა მომართ განმამწარებელობისათჳს, ვიდრეღა უცხოთა. ვინაჲცა, უკუეთუ პირველად ეკლესიისა მკჳდრნი განიკითხვიან და უპირატეს ურწმუნოთა მორწმუნენი დაიშჯებიან, რაოდენ უმეტესი ძრწოლაჲ, თანა-აც ურჩთა მათ სახარებისათა, ესმოდის რაჲ წიგნისაგან იგავთაჲსა: უკუეთუ მართალი იგი და მორწმუნე დიდად განიკითხვის მცირეთაცა ცთომათათჳს, რაჲღა ეყოს უღმრთოსა მას (რომელ არს უცხოჲ შჯულისაგან ღმრთისა) და ცოდვილსა მას, რომელი შჯულსა შინა ღმრთისასა ცოდავს და მცირედ-მცირედ იგიცა უშჯულოებად მიიწევის მიმყოვრებულად მოუქცეველობითა ცოდვისაგან. ხოლო ესევე სიტყუაჲ — პირველად სახლით ღმრთისაჲთ დაწყებაჲ საშჯელისაჲ - სახარებასაცა შინა განგემარტების, რამეთუ პირველად მარჯუენითთა ესმის: მოვედით, კურთხეულნო, და ეგრეთღა ცოდვილთა: წარვედით, დაწყეულნო.
1 პეტრე 4:17
16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?
1 პეტრე თავი 4