მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:16

15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?
1 პეტრე თავი 4
16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.
თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების ვითარცა კაცისმკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრისმოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. ხოლო უკუეთუ — ვითარცა ქრისტეანესა, — ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა (4,15-16).:

თარგმანი: უცხოჲსა განმგე მას უწოდიან, რომელი სხჳსა ნაქონებთა მტაცებელობით განმდიდრებული კაცისმკლველსა, მპარავსა და ძჳრისმოქმედსა თანა შეირაცხოს. ვინაჲცა ამათ მიზეზთათჳს ტანჯულნი სირცხჳლისა ღირს არიან. ხოლო ქრისტეანობისათჳს გუემულნი თანამდებ არიან მადლობად ღმრთისა, ვითარცა ღირს-ქმნულნი კეთილსა მას ნაწილსა ქრისტეს აღსაარებისასა, რომელი არასადა მიეღოს მათგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის