მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:15

14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.
1 პეტრე თავი 4
15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.
თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების ვითარცა კაცისმკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრისმოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. ხოლო უკუეთუ — ვითარცა ქრისტეანესა, — ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა (4,15-16).:

თარგმანი: უცხოჲსა განმგე მას უწოდიან, რომელი სხჳსა ნაქონებთა მტაცებელობით განმდიდრებული კაცისმკლველსა, მპარავსა და ძჳრისმოქმედსა თანა შეირაცხოს. ვინაჲცა ამათ მიზეზთათჳს ტანჯულნი სირცხჳლისა ღირს არიან. ხოლო ქრისტეანობისათჳს გუემულნი თანამდებ არიან მადლობად ღმრთისა, ვითარცა ღირს-ქმნულნი კეთილსა მას ნაწილსა ქრისტეს აღსაარებისასა, რომელი არასადა მიეღოს მათგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის