მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:14

13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.
1 პეტრე თავი 4
14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.
თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ იყუარებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისა სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით (4,14).:

თარგმანი: მრავალსახე არიან მიზეზთათჳს ჴორციელთა ქონებანი ურთიერთას სიყუარულისანი. არამედ მხოლოჲ იგი და ერთი ნეტარებისა ღირს არს, რაჟამს ქრისტეს სახელისათჳს ვიყუარებოდით, რომელსა ნაყოფად მოაქუს სულისა წმიდისა ჩუენ შორის განსუენებაჲ, რომელი-იგი ვითარცა ღმრთისა მამისაჲ არს, ეგრეთვე დიდებისა მისისა — უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ამით ესევითარითა მოქალაქობითა ცხორებულნი, რაოდენცა სულელ და საგმობელ საგონებელ იყვნენ სოფლიოთაგან, არამედ ბრძენ და დიდებულ არიან წინაშე ღმრთისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის