თარგმანი: არა ხოლო საჴმართა ქველისსაქმედ არა წარგებისათჳს, არამედ ბუნებითთაცა ტალანტთა ანუ მეცნიერებათაგანისა არა საზოგადოდ ყოველთა სარგებელად ჴმარებისათჳს, ტალანტისა დამფლველთა თანა დავისაჯებით, რამეთუ რაჲთაცა ვჰმატებდეთ მოყუასთა, — საჴმრითა გინა სწავლულებითა ანუ სათნოებითა, — თანა-მდებ ვართ აღმოვსებად ნაკლულევანებასა და უღონოებასა მოყუასთასა, ვითარმცა არა თავთა ჩუენთათჳს მარტოდ, არამედ საზოგადოდ სამნოდ და განსაგებელად მოგუეღო იგი მეუფისაგან. ამისთჳს, რაჟამს სიტყჳთ ვის შევეწეოდით, ნუ ვითარცა ჩუენთა, არამედ ვითარცა ღმრთისა სიტყუათა, უშურველად წინა-უყოფდეთ. და კუალად, საქმითსა მსახურებასა, ვითარცა ძალისაგან ღმრთივ მოცემულისა ვამსახურებდეთ ყოველთა, სადიდებულად ღმრთისა ქრისტეს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ჩუენი და მომნიჭებელი ყოველთა კეთილთა და ნიჭთა სრულთაჲ საქებელად მისსა.
1 პეტრე 4:11
10. კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი.11. რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.
1 პეტრე თავი 4