მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 1:24

23. მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.24. რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა.25. ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.
1 პეტრე თავი 1
24. რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მოწყალება და სულიერი ხილვა (9:16-17):

...ლი არ აქვს, არამედ იმით ამაყობს, რაც მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება. და მართლაც, განა რამ შეიძლება იყოს ამჟამინდელი ცხოვრების მთელ დიდებაზე უმნიშვნელო, როცა ის ბალახის ყვავილს შეედარება? "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (; ).

4. ქამის თავშეუკავებლობა და ნოეს შთამომავლობა (9:18)

ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დაბ 9:18–19). აქ შეიძლება ვიკითხოთ, რისთვის საღვთო...

სრულად ნახვა