თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა, ხოლო მოციქულებასა თჳსსა ქრისტესთჳს "წინაჲსწარ ცნობითა" იტყჳს ღმრთისა მამისაჲთა, და სახესა თჳსისა მოციქულებისასა სიწმიდითა სულისაჲთა განგებულად წარმოაჩინებს, რაჲთა განუცხადოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა და წინა-საუკუნეთა განსაზღვრებითა მამისა და სულისაჲთა იქმნა საცხორებელად ყოვლისა სოფლისა ქმნილი ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.
1 პეტრე 1:2
...ა. ნუ მეტყვი ძოწეულის სამოსზე, ნურც გვირგვინზე, ნურც ოქროს სამოსლებზე. ყოველივე ეს ჩრდილია და გაზაფხულის ყვავილებზე უფრო მდარე. რადგან, ამბობს, „ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ“ (), თუნდაც თვით სამეფო დიდებაზე ამბობდე. ამიტომ ამას ნუ მეტყვი; არამედ, თუ გსურს მღვდელსა და მეფეს შორის განსხვავება იხილო, თითოეულისთვის მიცემული ძალაუფლების ზომა გამოიკვლიე და დაინახავ, რომ მღვდელი მეფეზე ბევრად მაღლა ზის. რადგან თუნდაც სამეფო ტახტი ჩვენთვის ბრწყინვალედ ჩანდეს მასზე დამაგრებული ქვებისა და მის გარშემო შემორტყმული ოქროს გამო, მაინც მას წილად მხოლოდ მიწიერი საქმეების განგება ერგო და ამ ძალაუფლებაზე მეტი არაფერი აქვს; სამღვდელოების ტახტი კი ცაშია დაფუძნებული და ზეციერ საქმეთა განგება აქვს მინდობილი. ვინ ამბობს ამას? თვით ზეცათა მეუფე; რადგან ამბობს: **„რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შ...
...და კვლავ: „ვითარცა კუამლი, დღენი მისნი“ ().7 და კიდევ: „განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა“ (; ). ამას ისე კი არ ვამბობ, თითქოს ადამიანის არსებას ვამცირებდე, არამედ უგუნურებას აღვირს ვდებ. რადგან ადამიანიც დიდია, და მოწყალე კაციც პატივდებულია. მაგრამ ეს ოზია, მეფე რომ იყო და გვირგვინი ედგა, რადგან მართალი იყო, ერთ დროს დიდად განიდიდა თავი; და როცა თავის ღირსებაზე მეტს ფიქრობდა, ტაძარში შევიდა. და მოისმინე, როგორ: შევიდა, როგორც წერილი ამბობს, წმიდათა წმიდაში, შემდეგ კი თქვა: „კმევა მსურს“. მეფეა და მღვდლობის უფლებამოსილებას იტაცებს. „კმევა მსურს, - ამბობს, - რადგან მართალი ვარ“. მაგრამ შენს საკუთარ საზღვრებში...
...ლი არ აქვს, არამედ იმით ამაყობს, რაც მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება. და მართლაც, განა რამ შეიძლება იყოს ამჟამინდელი ცხოვრების მთელ დიდებაზე უმნიშვნელო, როცა ის ბალახის ყვავილს შეედარება? "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (; ).
4. ქამის თავშეუკავებლობა და ნოეს შთამომავლობა (9:18)
ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დაბ 9:18–19). აქ შეიძლება ვიკითხოთ, რისთვის საღვთო...
...ყო, და დიდად ანგელოზნი და ვარსკულავი და მამაჲ ქადაგებდა, და სული წმიდაჲ წამებდა, და წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ეთქუა, ხოლო ქუეყანისაჲ ყოველი უნდოდ აქუნდა, რაჲთა ესრეთ უფროჲსად გამოჩნდეს ძალი მისი, რამეთუ მოვიდა, რაჲთა გუასწაოს შეურაცხებაჲ სოფლისაჲ. ამისთჳს პილატეს ეტყოდა: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ქუეყანისაგან“. ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მეუფჱ შენი მოვალს“, ; ; ; მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.
სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ
ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“....