მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:25

24. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ.25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? (9,25).:

თარგმანი: არათუ მრავალთა შორის ერთისასა ოდენ წადიერ არს ცხოვნებასა და ამისთჳს იტყჳს სახესა ამას; ნუ იყოფინ! არამედ ყოველთავე ზოგად განგუაკრძალებს და გუეტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ჩუენდაცა შემოსლვაჲ ოდენ სარწმუნოებად, ვითარ-იგი არცა მათდა — შესლვაჲ ოდენ და დასხდომაჲ სტადიონსა შინა, არამედ გჳჴმს მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა შემკობაჲ წმიდასა ამას სარწმუნოებასა ქრისტიანობისასა.

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმერთით კვეხნა და მართლის გვირგვინი:

...არეობას, სიმართლეს, მადლს, დიდებასა და შვენიერებას. ეს ღვთის ნიჭია, მრავალსახოვანი მადლის მომტანი. არსებობს უხრწნელების გვირგვინიც, როგორც პავლე ამბობს: „იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი“ (). ამრიგად, რასაც აქ ამბობს, ეს არის: უსაფრთხოებითა და დიდებით შემოგვმოსე. რადგან ასეთია ღვთის ნიჭები: ძლიერი და მშვენიერებით სავსე; ასეთია გვირგვინებიც. რადგან ადამიანებთან ეს ასე არ ხდება: ვინც დიდებაშია, ის ყოველთვის უსაფრთხოდ არ არის; ხოლო ვინც უსაფრთხოებაშია, ის ყოველთვის დიდებაში არ არის, და ეს ორი ადვილადაც არ თანხვდება ერთმანეთს; თუ კიდეც თანხვდა, სწრაფად განქარდება. მაგალითად, რას ვამბობ: ძალაუფლებაში მყოფნი ბრწყინვალენი და სახელგანთქმულნი კი არიან, მაგრამ უსაფრთხოდ არ არიან; სწორედ ამის გამო, დიდების სიდიადის მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათო ადგილას დგანან. ხოლო მიტოვებულნი და ადვილად დასამცირებელნი უსაფრთხოდ კი არიან, რადგან უცნობნი...

სრულად ნახვა