მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:2

1. ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.2. უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.3. ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
2. უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.
თავი ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მეცნიერებამან განალაღის, ხოლო სიყუარულმან აღაშენის. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობად. ხოლო ვის უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ (8,1-3).:

თარგმანი: ზუაობდეს იგინი, ვითარმედ: მეცნიერებაჲ გუაქუს, ვითარმედ კერპნი არარა არიან და ამისთჳს ვჭამთ ნაკერპავსა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვიცი, ვითარმედ მეცნიერებაჲ გაქუს, გარნა სიყუარული არა გაქუს, და მეცნიერებაჲ ეგე არად სარგებელ არს, უკუეთუ სათნოებაჲცა არა ერთოს, რამეთუ ოდენ განალაღებს გულსა; ხოლო სიყუარული არს აღმაშენებელი სათნოებათაჲ.

კუალად ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მეცნიერთასა, ვითარმედ: ჰზუაობთ თუ — ყოველივე კეთილად იცით! არამედ უწყოდეთ, ვითარმედ, რომელი ზუაობდეს...

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა სადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ (8,2).:

თარგმანი: კუალად ამითცა დაამდაბლებს ცნობასა მათსა, ვითარმედ სოფლითი მეცნიერებაჲ არა ხოლო საზოგადო და აღმაზუავებელ არს თჳნიერ სიყუარულისა, არამედ არცაღათუ სრულ არს, ვითარ-იგი ჰგონებს, და ვითარ-იგი ჯერ-არს სრულებაჲ. ვინაჲცა თქუენ ჯერეთ არღა გიცნობიეს აღზუავებულ ხართ, და ამას უმეცარ ხართ, ვითარმედ არა ხოლო წინამდებარა ამის საძიებელისათჳს, არამედ არცა სხჳსა რაჲსათჳსმე იპოების აქა სრული მეცნიერებაჲ, რომელი-იგი მერმისა მის საუკუნოჲსა დამარხულ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის