მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:12

11. და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.12. ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.13. ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
12. ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სახელის გმობა და მოყვასის აღშენება:

...ლე; ერთგან ამბობს: „ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო" (), ხოლო სხვაგან: „ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ" (). მუქარა ძლიერია და მძიმე მსჯავრს გვქადის! ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ზიანი მხოლოდ იმას ეხება, ვინც შენით შესცდა; არა, ის თავად ქრისტეზე გადადის, რომელიც იმ ადამიანისთვის ჯვარს ეცვა. თუკი შენმა უფალმა არ დაიშურა ჯვარცმა მისთვის, შენ განა არ გადაწყვეტ ყოველივეს გაკეთებას, ოღონდ კი არანაირი საცდურის საბაბი არ მისცე? და ყველგან, სადაც ეძებ, დაინახავ, რომ ამას აუწყებს თავის მოწაფეებს, რადგან ამაზეა ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობა დამოკიდებული. ამიტომ სხვა ეპისტოლეშიც ამბობს: „ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი" (); და კიდევ სხვაგან: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ... არა ყოველი აღმაშენებელ არს" (). ხედავ მოციქულებრივ სიბრძნეს? თუმცა შემეძლო, ამბობს, რაღაცის გაკეთება, და ეს ჩე...

სრულად ნახვა