მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:11

10. რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?11. და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.12. ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
11. და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):

...ამ საქმეში. მართლაც, მხოლოდ იფიქრე, რომ ის, ვისაც შენ უგულებელყოფ და ყურადღების გარეშე ტოვებ, შენი უფლისგან ისეთი პატივის ღირსად არის მიჩნეული, რომ მისთვის უარი არ უთქვამს თავისი სისხლის დათხევაზეც, როგორც პავლეც ამბობს: „და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა" (), — მაშინ როგორ არ დაიმალები სირცხვილისგან მიწაში? თუ მისთვის ქრისტემ თავისი სისხლიც კი დასთხია, მაშინ რა განსაკუთრებულს გააკეთებ შენ, თუ მისადმი კეთილგანწყობას გამოიჩენ, სიტყვიერი შეგონებით აღადგენ დაცემულს და მის სულს, რომელიც იძირება ან უკვე ჩაძირულია, ბოროტების სიღრმიდან ამოიყვან, სათნოების ნათელის ხილვაში დაეხმარები და ცოდვის წყვდიადისკენ ისევ არ მიისწრაფვის?

5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13)

მაშ, გევედრებით, მივბაძოთ ამ მართალს; და თუნდაც მოყვასის გადასარჩენად რაიმე უსიამოვნოს მოთმინება დაგვჭირდეს, ამაზეც არ უარი ვთქვათ. ასეთი მოთმინება ჩვენთვის ცხონების გირაო იქნება და დიდ კადნიერებას მოგვანიჭებს ღვთის წინაშე. შეხედე, საყვარელო, ამ მართალს, როგორ წინ აღუდგა მთელ ხალხს, რომელმაც ბოროტებაში ასეთი ერთსულოვნება გამოავლინა, და რა უჩვეულო სიმამაცე აღმოაჩნდა დიდ სიმშვიდესთან ერთად. მართალია, ვერ შ...

სრულად ნახვა