თარგმანი: არა იძულებით უბრძანებს, არამედ ზრახებით აზრახებს, რაჲთა სურვილითა ნეტარებისაჲთა შეიტკბოს სიწმიდე.
1 კორინთელთა მიმართ 7:40
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე შვილი ესუას ქალწული და კაცობრივისა რაჲსმე საქმისათჳს და უძლურისა გონებისა თჳსისა სირცხჳლ იჩინოს ქალწულებით დამარხვაჲ, იყოს რაჲ სიჩჩოჲსა ჰასაკსა გარდასრულ და გინა თუ სხუათა ვიეთმე სათნოებისათჳს, ანუ თუ კაცობრივისა რაჲსმე საქმისა სირცხჳლ-იჩინოს მისი ქალწულებით დამარხვაჲ და ენებოს ქორწინებად მიცემაჲ, ნებაჲ მისი იყავნ; ქმენინ, რაჲს-იგი ინება, რამეთუ მაშინ, უკუეთუ მამამან შვილი თჳსი ქალწულად დაჰმარხოს, ყოველნი აბრალობდიან. და ამისთჳს თქუა: "უკუეთუ სარცხჳნელ უჩნდეს". უკუეთუ კულა მტკიცე ვინ იყოს გონებითა და დადვას გულსა თჳსსა ქალწულად დამარხვაჲ შვილისა თჳსისაჲ, იგი ფრიად კეთილად იქმსო და უმჯობესისა ყოვლით კერძო.
...ვკრძალავდე ან მას უწესობას ვუწოდებდე; პავლე ამის ნებას არ მაძლევს, პირზე აღვირს მადებს და ქალებს ეუბნება: „იქორწინე თუ, არაჲ სცოდე;“ (). მაგრამ ვნახოთ შემდგომიც: „ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს“ (); ეს ბევრად სჯობს იმას. რატომ? მრავალი მიზეზის გამო. რადგან თუ ქორწინებაზე უკეთესი საერთოდ არ დაქორწინებაა, მით უფრო ეს სჯობს იმას. მაგრამ, ამბობს იგი, ზოგმა ქვრივობა ვერ იტვირთა და უბედურებებში ჩაცვივდა; რადგან ვერ გაიგეს, რა არის ქვრივობა. ქვრივობა ის კი არ არის, რომ მეორედ არ იქორწინო, ისევე როგორც ქალწულობაც ის არ არის, რომ ქორწინება არ გქონდეს გამოცდილი; მაშ რა არის? როგორც იქ კრძალულება და უფალთან დაუბრკოლებლად ყოფნაა საჭირო, ასევე აქაც მარტოობაში დარჩენა, ვედრებებში დაყოვნება და განცხრომისა და ფუფუნებისგან გათავისუფლებაა საჭირო; რადგან ამბობს: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.“ (...
...„პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“** (), რითაც უჩვენებს, რომ არაფერს ამბობს საკუთარი თავისგან; რადგან მოციქული თავისი მომავლინებლის სიტყვებს წარმოთქვამს. და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.“ (). მაშ, ყოველივე ამას იგი სულით წარმოთქვამდა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან სიტყვიერად მოისმინა; ისევე როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), ფარულად ჰქონდა მოსმენილი. მაშ, ვნახოთ, რას ამბობს იგი ახლა. რადგან ამბობს: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით“ ().
ამასვე ამბობდა მაშინ ქრისტეც:...
...ხებდა, ამისთჳს არა საეროდ, არამედ თჳსაგან მათ ოდენ აზრახა, რომელნი-იგი გამოცდილ და სრულ საგონებელ იყვნეს თავად მოციქულთა. ხოლო შენ საგონებელობაჲ ესე ნუ შეგირაცხიეს დამჴსნელად პატივსა პეტრესსა და მისთანათასა, არამედ ვითარ-იგი თავსა თჳსსა დაიმდაბლებს იჭჳთ თქუმითა, — "ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს" (), და მას უეჭუელად აქუნდა, ეგრეთვე მათთჳსცა უეჭუელსა საქმესა, ვითარცა იჭჳო იტყჳს, რაჲთა ზოგად ყოველთათჳს განაცხადოს, ვითარმედ სწორებით მოყუარე იყვნეს სიმდაბლისა. ხოლო აუწყებს სხუათა თავისა თჳსისათჳს, რამეთუ მათდა საჴმარ იყო ცნობად დაფარულსა პავლეს გონებისასა, ვითარმედ არა ცუდად რბის, არცა ამაოდ ჰაერსა სცემს, არამედ თჳთ უეჭუელ არს და მტკიცედ უწყის მართლგამომეტყუელებაჲ სიტყჳსაჲ მის, რომელი ესწავა მას გამოცხადებითა ქრისტეს მიერითა.
მოციქულისაჲ: არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად, შემოსრულთა მათთჳს ძმათა მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ (2,3-4).
თარგმანი: წარმართ იყო ტიტე და წინადაუცუეთელ, რომლისა არა-იძულებაჲ წინადაცუეთად მოციქულთა მიერ — განცხადებული სამხილებელი იყო მათი, რომელთა უძლურები...