თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ნუ განეყენებინ ქმარი ცოლისაგან, რაჟამს ერთბამად იყვნენ, რაჲთა არა მიეცეს სიძვისა მიზეზი. ხოლო მე ვიხილენ ვიეთნიმე უგუნურნი, რომელთა დააყენნეს ვიეთნიმე, რომელთა ენება ცოლთა თჳსთა ღმრთისათჳს დატევებაჲ და მონაზონ ყოფაჲ, და მოიღეს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მათისა უგუნურებისა მოწამედ, და ვერ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მოციქული სხჳსა პირისათჳს იტყვს ამას, რამეთუ, ვინაჲთგან იყვნეს ვიეთნიმე კორინთეს შინა, რომელ თჳნიერ მეუღლეთა მათთა განზრახვისა განეყენნიან მათ ჟამ რავდენმე და კუალად მივიდიან, და ესრეთ, ოდესმე მივიდოდიან და ოდესმე —არა. და იქმნებოდა საქმე ესე მიზეზ მეუღლეთა მათთა მრუშებისა. ხოლო ცნა ესე მოციქულმან და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მეუღლენი გისხენ თქუენ და არა სრულიად დაუტეობთ მათ ღმრთისათჳს, ბარე მიზეზ მრუშებისა ნუ ექმნებით. ნუცა განეშორებით ურთიერთას ჟამ რავდენმე, არამედ ოდეს იყოს ჟამი მარხვისა და ლოცვისაჲ, მაშინ მეუღლისაცა განზრახვითა განეყენენით მოცალენისათჳს და კუალად ურთიერთას შეეყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან სიძვითა უთმინოებისა თქუენისათჳს. რამეთუ გამოაჩინა, ვითარმედ ესეცა...
1 კორინთელთა მიმართ 7:4
3. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა.4. ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.5. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7