მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:32

31. და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ.32. და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,33. ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
32. და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წარვალს ხატი ამის სოფლისაჲ, და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ (7,31-32).:

თარგმანი: წარმავალობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ აღსასრული აქუს ხილულსა ამას სოფელსა, რომლისაგან პირველი უზრუნველობაჲ ესე არს, რაჲთა არა ჴორციელსა მეუღლებასა შევაკრნეთ თავნი ჩუენნი. ხოლო ხატ ამის სოფლისა, გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახე სოფლისა დაუდგრომელობასა მისსა უწოდს, ვითარ არარაჲ ხილულთა ამათგანი არს სამარადისო, არამედ ყოველივე სიზმრებრ და აჩრდილებრ განქარვებად.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, თქუენ გერიდები, და ამას გეტყჳ: ჟამი ესე შემოკლებულ არს. ამიერითგან, რომელთა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ; და რომელნი ტიროდიან, ვითარცა არა ტიროდიან; და რომელთა უხაროდის, რეცა არა უხაროდის; და რომელნი იყიდდენ, ვითარცა არაჲ აქუნდეს; და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარცა არა იმსახურებდენ, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ. ხოლო მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი (7,28-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მნებავს თქუენი უმჯობესი, რაჲთა არა შთაჰვარდეთ ჭირთა მათ ქორწინებისა მიერ მომავალთა, რამეთუ ჟამიცა შემოკლებულ არს და მოვალს სიკუდილი ადრე. და ამისთჳს, რომელთა ცოლ, უჴმს, რაჲთა შორს ყონ გულისთქუმაჲ მათგან და მოელოდინ სიკუდილსა, და ესრეთ იყვნენ, ვითარმცა ცოლ არა ესუა. და ყოველივე საქმე ამის სოფლისაჲ — ქორწინებაჲ და სიხარული და მწუხარებაჲ და ყოვლი საქმე საწუთროჲსაჲ — არარადმცა შეგირაცხია მოლოდებითა სიკუდილისაჲთა, და ოდენ სათნოებაჲ გაქუნდინ თჳსად.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,13).:

...ას იგავსა შინა მეუფესა გამოსახავს და ზემოსა მას სიძჱ თქუა? რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიადი თჳსებაჲ და ერთობაჲ აქუს ქრისტესა ქალწულთა მიმართ ჭეშმარიტთა, რომელთა აღიძუარცონ ყოველივე, რომელი-ესე არს ჭეშმარიტი ქალწულებაჲ; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უქორწინებელი იგი ზრუნავნ უფლისა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს“. ამისთჳს მუნ სიძჱ თქუა, ხოლო აქა მეუფესა იტყჳს, რამეთუ უფალი არს ყოველთაჲ ჭეშმარიტი მეუფჱ. ხოლო ესე იგავი ლუკაჲს თავსა სხუაებრ წერილ არს. ეგრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ სხუაჲ არს იგი იგავი, რამეთუ მუნ ათთა მონათა თითო მნაჲ მისცაო, და ერთისა მისგან თავისა თითოსახენი იქმნეს შრომანი: რომელმანმე ხუთად შეკეცა და რომელმანმე ათად, და ეგრეთვე სასყიდელი მიიღეს, შემსგავსებული საქმისა მის. ხოლო აქა სხუად სახედ წარმოიტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი მეუფჱ გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერ-თი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა. და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და ქმნა მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარ...

სრულად ნახვა