...(ლუკ. 23,43) ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გულითა; რამეთუ ვინაჲთგან კაცნი ჰგონებდეს, თუ მშჳდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ შეურაცხ იქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ ყოველთა არიან, და მონაგები მათი წარსატაცებელ იქმნების, და ამით სახითა სიცხარე და მანქანებაჲ უაღრეს შეერაცხა, ვიდრეღა სიმშჳდე და სიწრფოებაჲ, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ არა ესრეთ არს, არამედ უფროჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“, არამედ ღმერთმან უმანკოებ...
1 კორინთელთა მიმართ 7:28
27. შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.28. იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.29. ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;
1 კორინთელთა მიმართ თავი 7