მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:19

18. წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ.19. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.20. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
19. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).:

...დ გიკჳრდეს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი არა ამის ეზოჲსაგანნი არიან“, ნუ დაგიკჳრდების სიტყუაჲ ესე, რამეთუ განყოფილებაჲ შჯულითა ოდენ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვი-თარმედ: „ვერცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, ვერცა წინადაუცუეთილებაჲ“. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ ორნივე განბნეულნი იყვნეს და უმწყემსო, ვიდრემდე კეთილი იგი მწყემსი არა მოსრულ იყო, და მერმე მომავალსა მას ერთობასა მოასწავებს, ვითარმედ: „იყვნენ ერთ სამწყსო“ (10,16), ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ორივე იგი მოიგოს მას შინა ერთად ახლად კაცად“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“ (10,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ იყოს ამის სიტყჳსა უმდაბლჱსი, რომელ მეუფჱ ჩუენი ჩუენთჳს შეიყუარებოდა ამისთჳს, რამეთუ ჩუენთჳს მოკუდებოდა? ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუუკუე უწინარეს ამის ჟამისა არა უყუარდა იგი, არამედ აწ იწყებს მამაჲ სიყუარულსა მისსა, რამე-თუ ჩუენ ვართ მიზეზ მისისა შეყუარებისა? ჰხედავა, ვითარ იჴმარებს ამას...

სრულად ნახვა