..., რა მოწყალებაა! ქმარი შენი წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ დატოვებ მას. და კვლავ: ცოლი შენი, ამბობს, წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ მოიშორებ მას. "რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშორები მას; მაგრამ თუ ის შენს წინააღმდეგ შესცოდებს და, ქორწინების აღთქმის დავიწყებით, სხვებს გარჩევნის, შენ ნებადართული გაქვს, უარყო და გააძევო. ამაზე ფიქრით, ჩვენც ვეცადოთ უფალს მისი ჩვენდამი მოწყალებისთვის მივაგოთ და, ვინაიდან ის ხალისით აპატიებს ცოდვებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის ჩადენილი, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე დიდი მკაცრობით მოიკითხავს, ზუსტად...
1 კორინთელთა მიმართ 7:16
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ს ვხედავთ: ის, ვინც თავის ადგილას უნდა იყოს, ფეხის ადგილასაც ვერ რჩება; ხოლო ფეხის ადგილას მდგომი, თავის ადგილას დგება. ამიტომაც ნეტარი პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, ყოველივე ამის წინასწარმხილველი, ღაღადებდა: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). მაგრამ ქმარმაც დიდი სიფრთხილით უნდა მოერიდოს ცოლის დამღუპველ რჩევებს და ცოლმაც, კარგად მოიხსენებს რა სასჯელს, რომელიც ევამ დაიმსახურა ქმრისთვის დამღუპველი რჩევის მიცემის გამო, ნუ გაბედავს ქმრისთვის მსგავსი რამ ურჩიოს; ნუ მიბაძავს ევას, არამედ მისი მაგალითით განსწავლული, ისეთს ურჩევდეს, რაც არც მას და არც ქმარს არანაირ მსჯავრსა და სასჯელს არ დაატეხს. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს. „ადამს ჰრქუა ღმერთმან: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ჩემი მცნების დაცვისადმი ასეთი უზრუნველობა გამოიჩინე და არ ისარგებლე არც შიშით, არც წინასწარი გაფრთხილებით, რაც თავს გადაგხდებოდათ დაგემოვნებისთვის, არამედ ისეთ უკეთურობამდე მიხვედი, რომ ამდენი სიამოვნების პირობებში ერთი ხისგან ვერ შეიკავე თავი, — ამის გამო „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა". შე...
...რმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად სიტყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).
თარგმანი: დიდი ქებაჲ არს ნათესავობაჲ, ხოლო უმეტესი ქებაჲ არს თანატყუეობაჲ პავლესი, რომელი-იგი დაღაცათუ ტყუედ არაოდეს მიცემულ არს, არამედ ტყუეთასა უძჳრესი შეემთხუეოდა უცხოებასა თანა მამულისა ქუეყანისასა; შიმშილი და წყურილი, დევნულებაჲ, გინებაჲ და პყრობილებაჲ. კუალად, შესწავებულ უწოდს მათ მოციქულთა შორის, რამეთუ სახელსა თანა მოციქულებისასა საქმეცა მოეგო, სათნოებისა მიერ სახელოვან-მყოფელი მათი.
ეჰა საკჳრველებაჲ! ვითარ არა ხოლო ანდრონიკეს, მამაკაცსა, არამედ იუნიანსცა დედაკაცსა ქებისა ღირს ჰყოფს მოციქული, და გარდამატებულებითა სიმდაბლისაჲთა არა სირცხჳლ-იჩენს წმიდაჲ იგი სული, ვითარმედ უწინარეს მისსა მოსრულ იყვნეს იგინ...