...ილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“. უკუეთუ დაუტეოს, არღარა ჴელ-ეწიფების სხჳსა შერთვად; შე-თუ-ირთოს სხუაჲ, იმრუშებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად მძიმედ შეჰრაცხეს სიტყუაჲ ესე: უკუეთუ ვის ესუას ცოლი სავსე მრავლითა ბოროტითა, - რამეთუ თჳნიერ სიძვისაცა სხუანი მრავალნი ძნელოვანნი საქმენი იპოებიან დედათა თანა, - და არა ჴელ-ეწიფებოდის განშორებაჲ მისი და სხჳსა უკეთესისა შერთვაჲ.
„უკუეთუ ესოდენი ბრალი არსო კაცისა დედაკაცისა თანა“. - ესე იგი არს, უკუეთუ ამისთჳს შეიერთნეს, რაჲთა განუყოფელ იყვნენ, და უკუეთუ ესრეთ ბრალსა უშჯულოებისასა შთავარდების მამაკაცი, განეშოროს თუ ცოლი თჳსი, უსუბუქეს არს გულისთქუმათა მიმართ ბრძოლაჲ, ვიდრეღა დედაკაცისა უკეთურისაჲ.
ხოლო უფალმან არა ესრეთ მიუგო, თუ: ჰე, უსუბუქეს არს ესე, და არა შეჰგავს ქორწინებაჲ, არა თქუა ესე, რა...