...ლთა და მტერ უცნაურ ექმენ ბუნებასა, შეურაცხ-ყავ ღმერთი, შეწირე თავი შენი ჩემდა. და კერპთა ცხოვარსა და ზროხასა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ იტყჳს: შეწირე სული შენი ჩემდა, და ისმენ მისსა?
ჰხედავა, ვითარნი ბუნებანი ჰქონან? ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ ანგაჰრნი“, ; და არავე ეშინის. და ესე გულისთქუმაჲ უუძლურჱს არს ყოველთა გულისთქუმა-თასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ არს, თუ არა, პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქროჲ არა იყო, არცა ვის უყუარდა ოქროჲ, არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თითოეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად, და ესრეთ განეფინა სენი ესე; რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრჱ, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რაჲთა მათ წარჰჴდენ, და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა. გარნა არცა ესრეთ აქუს ვეცხლისმოყუარეთა სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთაცა შინა და უდაბნოთა. გარნა და-ღაცათუ უპოვარებაჲ ვერ ძალ-გიც, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებთ, რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნ...