მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:20

19. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?20. რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
20. რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ხართ თჳსთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).:

თარგმანი: არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, არამედ ბოროტთა საქმეთაგან დაგუაყენებს, რაჲთა თჳთმფლობელითა ნებითა ესე აღვირჩიოთ და განვბჭოთ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს თავთა ჩუენთაჲ, არამედ ყოველივე მეუფისაჲ არს, ზოგად სული და ჴორცნი ჩუენნი, რომელნი-იგი ღმერთმან მამამან მოიყიდნა ჴელმწიფებისაგან სატანაჲსსა სისხლითა მხოლოდშობილისა ძისა მისისაჲთა.

თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის მყოფისა მის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თავთა თჳსთანი, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).:

თარგმანი: შეაშინებს მათ დიდებულებითა მით ნიჭისაჲთა, რომელი მოცემულ არს ღმრთისა მიერ, არა თუ ამით სიტყჳთა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაჰჴსნის, რომელ თქუა თუ: "არა თავთა თქუენთანი ხართ", არამედ ბოროტთა საქმეთაგან განგუაყენებს და იტყჳს, ვითარმედ: მეუფე გივის და არცა თუ ჴორცნი თქუენნიმცა შეგირაცხიან თჳსად, რამეთუ იყვენით ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა, და მოიყიდენით სისხლითა ძისა ღმრთისაჲთა.

ფსალმუნი 145-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ადამიანურ მფარველობაზე უარისყოფა და ღმრთის სასოება:

...ბს: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ (). და როგორც წინა ფსალმუნში ამბობდა: „ყოველსა დღესა გაკურთხო შენ“ (), ასევე აქაც ამბობს: „უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე“ (). შემდეგ, რადგან კვლავ სურს, ადამიანები ქების თანამოზიარეებად ჰყავდეს, ღმრთის კაცთმოყვარეობის ამბებს მიმართავს; სურვილით იწვის და თბება, მთელ სამყაროს შემოუვლის და ყველას თავის გუნდში კრებს. რადგან ესეც უმეტესად ქებაა, ესეც უმეტესად ღმრთის დიდებაა, როცა ბევრს ეძებს, რათა ისინი ღმრთის ცხონებას ეზიარონ.

„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...რ ილოცებ? ხედავ, რომ იგი იმ კურთხევაზე კი არ ლაპარაკობს, რომელიც მას ეკუთვნის და მის ბუნებასთან არის თანაშეზრდილი, არამედ იმაზე, რომელიც ადამიანთა მიერ ხდება? ამის შესახებ პავლეც წერს და ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ (). ამიტომ თვითონ თავისთავადაც მაღალია, დიდია და ქებულია; მაგრამ ადამიანთა შორისაც ასეთი ხდება, როცა მისი მსახურნი ისეთ ცხოვრებას აჩვენებენ, რომ ყველამ, ვინც მათ ხედავს, მეუფე აკურთხოს. ესვე გვიბრძანა ქრისტემაც ლოცვაში, რომ მუდამ ვამბობდეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (), ესე იგი, ჩვენი ცხოვრებითაც განდიდდეს. რადგან, როგორც ჩვენი ცუდი ცხოვრებისას იგმობა, ასევე, როცა სათნოებაზე ვზრუნავთ, განდიდდება, იკურთხება და იწმინდება. მაშ, რასაც ამბობს, ეს არის: მუდამ ღირსგვყავ, რომ სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ, რათა შენი სახელი ჩვენითაც იყოს კურთხეული.

„მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა“ (...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ბაგეთა ამპარტავნება და გლახაკთა ხსნა:

... ეს მძვინვართა და გონებადაბნეულთა სიტყვებია. სწორედ ამიტომ პავლე, მათ საწინააღმდეგოდ მეტყველი, შეაგონებს: „და არა ხართ თჳსთა თავთანი?“ (), „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ.“ (), და ბრძანებს, რომ საკუთარი თავისთვისაც კი არ ვიცხოვროთ. ამბობს: ბაგეები შენი კი არ არის, არამედ მეუფისაა. რადგან თვითონ შექმნა ისინი, თვითონ განამზადა და თვითონ შთაბერა სიცოცხლე. მაგრამ შენ ხომ გიპყრია ესენი? მაგრამ ყველაფერი, რაც გვაქვს, ჩვენი არ არის; ხომ ფულიც გვაქვს, სხვებისგან მობარებული, და მიწასაც ვქირაობთ, რომელიც სხვებმა მოგვცეს. ასევე ღმერთმა ესენიც შენ მოგაქირავა: არა იმისთვის, რომ ეკლები გამოიღო, არამედ იმისთვის, რომ თესლი სასარგებლოდ აქციო; არა იმისთვის, რომ მათი საშუალებით უგუნურება და მზაკვრობა აღმოაცენო, არამედ იმისთვის, რომ მათი საშუალებით თავმდაბლობა, კეთილი სიტყვა და სიყვარული აღმოაცენო....

სრულად ნახვა