მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:2

1. იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?2. არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა?3. არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
2. არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა?
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი საჯონ? (6,2).:

თარგმანი: ერთი ჭეშმარიტებაჲ ქრისტიანეთაჲ გამოაჩინა, რაჟამს უწოდა მათ წმიდა, ხოლო აწ კუალად აღამაღლებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი საჯონ? ხოლო არა თუ ამას იტყჳს თუ განიკითხვიდენ და სიტყუასა მოჰჴდიდენ, ვინცა წმიდანი იყვნენ, რამეთუ განმკითხველი და სიტყჳსმიმჴდელი უფალი არს, არამედ "სჯად" "დასჯასა" იტყჳს, ვითარმედ: სოფელი, რომელ არიან ცოდვილნი (რამეთუ მრავალგან წერილი სოფლად უწესს ბოროტთა კაცთა სიმრავლესა), იგინი დასაჯნენ წმიდათა. ხოლო ვითარ დასაჯნენ? გარნა ესრეთ: რამეთუ რაჟამს გამოჩნდეს, ვითარმედ იგინიცა მსგავსნი მათნი კაცნი იყვნეს, და აჩუენეს სათნოებაჲ და მოქალაქობაჲ კეთილი, მაშინ იქმნებიან დამსჯელ ცოდვილთა, რამეთუ ამხილებდენ მათითა მით საქმითა, ვითარმედ არა უძლურებისათჳს ბუნებისა, არამედ დაჴსნილობისათჳს გონებათა მათთაჲსა ვერ სათნო-ეყვნეს ღმერთსა.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: წმიდათა სოფელი განიკითხონ (6,2).:

თარგმანი: არა თუ თჳთ დასხდენ და სიტყუასა მიჰჴდიდენ, არამედ დაჰსჯიდენ მათ, რამეთუ კაცნი იყვნეს იგინიცა და ესევითარნი საქმენი ქმნეს და იგინი არა ჰბაძვიდეს, არცა ისმენდეს სწავლასა მათსა.

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? (6,2).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: არა უწყითა, რამეთუ წმიდანი სოფელსა შჯიან? ესე იგი არს, არათუ მსაჯულად და სიტყჳს მიმჴდელად დასხდებიან, რომელი-ესე მხოლოდ ძისა ხოლო ღმრთისაჲ არს, არამედ დაშჯიან მას. რამეთუ სოფლად უწოდს სოფლიოთა გემოთა მიდევნებულთა, რომელთა კრებული სოფლისა ზეშთა ქმნულთა წმიდათაჲ დააშჯის, ვითარმედ არა უძლურებისაგან ბუნებისა იყო ცოდვასა მიდევნებაჲ მათი, არამედ უდებებისაგან გონებისა. რამეთუ უკუეთუმცა გულს-ედგინა, ესრეთვე მათცა ვერარაჲ დამაყენებელ ექმნებოდა მოგებად სათნოებისა, ვითარ-იგი წმიდათა მათ, რომელნი-იგი მისვე კაცობრივისა ბუნებისაგანნი იყვნეს.

ფსალმუნი 145-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ადამიანურ მფარველობაზე უარისყოფა და ღმრთის სასოება:

...ბს: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ (). და როგორც წინა ფსალმუნში ამბობდა: „ყოველსა დღესა გაკურთხო შენ“ (), ასევე აქაც ამბობს: „უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე“ (). შემდეგ, რადგან კვლავ სურს, ადამიანები ქების თანამოზიარეებად ჰყავდეს, ღმრთის კაცთმოყვარეობის ამბებს მიმართავს; სურვილით იწვის და თბება, მთელ სამყაროს შემოუვლის და ყველას თავის გუნდში კრებს. რადგან ესეც უმეტესად ქებაა, ესეც უმეტესად ღმრთის დიდებაა, როცა ბევრს ეძებს, რათა ისინი ღმრთის ცხონებას ეზიარონ.

„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...რ ილოცებ? ხედავ, რომ იგი იმ კურთხევაზე კი არ ლაპარაკობს, რომელიც მას ეკუთვნის და მის ბუნებასთან არის თანაშეზრდილი, არამედ იმაზე, რომელიც ადამიანთა მიერ ხდება? ამის შესახებ პავლეც წერს და ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ (). ამიტომ თვითონ თავისთავადაც მაღალია, დიდია და ქებულია; მაგრამ ადამიანთა შორისაც ასეთი ხდება, როცა მისი მსახურნი ისეთ ცხოვრებას აჩვენებენ, რომ ყველამ, ვინც მათ ხედავს, მეუფე აკურთხოს. ესვე გვიბრძანა ქრისტემაც ლოცვაში, რომ მუდამ ვამბობდეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (), ესე იგი, ჩვენი ცხოვრებითაც განდიდდეს. რადგან, როგორც ჩვენი ცუდი ცხოვრებისას იგმობა, ასევე, როცა სათნოებაზე ვზრუნავთ, განდიდდება, იკურთხება და იწმინდება. მაშ, რასაც ამბობს, ეს არის: მუდამ ღირსგვყავ, რომ სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ, რათა შენი სახელი ჩვენითაც იყოს კურთხეული.

„მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა“ (...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ბაგეთა ამპარტავნება და გლახაკთა ხსნა:

... ეს მძვინვართა და გონებადაბნეულთა სიტყვებია. სწორედ ამიტომ პავლე, მათ საწინააღმდეგოდ მეტყველი, შეაგონებს: „და არა ხართ თჳსთა თავთანი?“ (), „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ.“ (), და ბრძანებს, რომ საკუთარი თავისთვისაც კი არ ვიცხოვროთ. ამბობს: ბაგეები შენი კი არ არის, არამედ მეუფისაა. რადგან თვითონ შექმნა ისინი, თვითონ განამზადა და თვითონ შთაბერა სიცოცხლე. მაგრამ შენ ხომ გიპყრია ესენი? მაგრამ ყველაფერი, რაც გვაქვს, ჩვენი არ არის; ხომ ფულიც გვაქვს, სხვებისგან მობარებული, და მიწასაც ვქირაობთ, რომელიც სხვებმა მოგვცეს. ასევე ღმერთმა ესენიც შენ მოგაქირავა: არა იმისთვის, რომ ეკლები გამოიღო, არამედ იმისთვის, რომ თესლი სასარგებლოდ აქციო; არა იმისთვის, რომ მათი საშუალებით უგუნურება და მზაკვრობა აღმოაცენო, არამედ იმისთვის, რომ მათი საშუალებით თავმდაბლობა, კეთილი სიტყვა და სიყვარული აღმოაცენო....

სრულად ნახვა