მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:19

18. ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.19. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?20. რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
19. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი თქუენ შორის ტაძარნი სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან? (6,19).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ გუამი თქუენი ტაძარ თქუენ შორის მყოფისა მაგის სულისა წმიდისა არს, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან? ესე იგი არს, რამეთუ ზოგად მოჴსენებითა ნიჭისაჲთა, რომელ არს სული წმიდაჲ, და მომცემელისაჲთა, რომელ არს ღმერთი, პატიოსან ჰყოფს-ცა სავანესა სულისა წმიდისასა გუამსა ჩუენსა, და განგუაკრძალებს-ცა, რაჲთა არა ვყოთ ტაძარი ღმრთისაჲ ტაძარ ეშმაკისა.

თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის მყოფისა მის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თავთა თჳსთანი, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).:

თარგმანი: შეაშინებს მათ დიდებულებითა მით ნიჭისაჲთა, რომელი მოცემულ არს ღმრთისა მიერ, არა თუ ამით სიტყჳთა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაჰჴსნის, რომელ თქუა თუ: "არა თავთა თქუენთანი ხართ", არამედ ბოროტთა საქმეთაგან განგუაყენებს და იტყჳს, ვითარმედ: მეუფე გივის და არცა თუ ჴორცნი თქუენნიმცა შეგირაცხიან თჳსად, რამეთუ იყვენით ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა, და მოიყიდენით სისხლითა ძისა ღმრთისაჲთა.

ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ბაგეთა ამპარტავნება და გლახაკთა ხსნა:

...„და ვინ ჩუენდა უფალ არს?“ () ეს მძვინვართა და გონებადაბნეულთა სიტყვებია. სწორედ ამიტომ პავლე, მათ საწინააღმდეგოდ მეტყველი, შეაგონებს: „და არა ხართ თჳსთა თავთანი?“ (), „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ.“ (), და ბრძანებს, რომ საკუთარი თავისთვისაც კი არ ვიცხოვროთ. ამბობს: ბაგეები შენი კი არ არის, არამედ მეუფისაა. რადგან თვითონ შექმნა ისინი, თვითონ განამზადა და თვითონ შთაბერა სიცოცხლე. მაგრამ შენ ხომ გიპყრია ესენი? მაგრამ ყველაფერი, რაც გვაქვს, ჩვენი არ არის; ხომ ფულიც გვაქვს, სხვებისგან მობარებული, და მიწასაც ვქირაობთ, რომელიც სხვებმა მოგვცეს. ასევე ღმერთმა ესენიც შენ მოგაქირავა: არა იმისთვის, რომ ეკლები გამოიღო, არამედ იმისთვის, რომ თესლი სასარგებლოდ აქციო; არა იმისთვის, რომ მათი საშუალებით უგუნურება და მზაკვრობა აღმოაცენო, არამედ იმისთვის, რომ მათი საშუალე...

სრულად ნახვა