თარგმანი: ჟამიერად დაჰრთო მოციქულმან ადგილსა ამას საჭმელთა კრძალვისასა მოჴსენებაჲ აღდგომისაჲ, რაჲთა მის მიერ მოგუაჴსენოს მოკუდავებაჲ და განხრწნადობაჲ ჩუენი, ვითარმცა დასაჴსნელად მძლავრებასა —უზომოდ ჭამისასა ეტყოდა კაცსა, ვითარმედ: აჰა, ჰშჭამე და ჰსუ უზომოდ; რაჲ არს აღსასრული მისი, თჳნიერ სიკუდილი და ხრწნილებაჲ!
ხოლო შენ რაჟამს გესმას ღმრთისა მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ, ნუ შეშფოთნები, ვითარმცა ქრისტე ვერ შემძლებელ იყო აღდგინებად თავისა თჳსისა, რამეთუ მისი არს სიტყუაჲ ესე ჴელმწიფებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე...