მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:11

10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.11. და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.12. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
11. და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა (6,11).:

თარგმანი: კუალად ქველისმოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს, ვითარმედ: თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე ზემო წარმოთქუმულთა ამათ ვნებათა შინა იყვენით, ესოდენ განვრცნა თქუენ ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელ არა ხოლო ბიწისაგან განიბანენით და განსწმიდით, არამედ მართალთაცა დასსა თანა აღირაცხენით. და ესე — არავინაჲთ სხჳთ, თჳნიერ მხოლოდ სახელითა ქრისტესითა და მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოგემადლა თქუენ.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ კუალად მოძღუართა მათთა ამხილებს, ვითარმედ: არცა ერთი ვინ მაგათგანი ქმნილ არს მჴსნელ და განმამართლებელ თქუენდა, თჳნიერ სახელი ქრისტესი და სული ღმრთისა მამისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...ითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს“. და არა თუ მას სმენაჲ და სწავლაჲ უჴმდა. რამეთუ რაჲმცა ისმინა, რომელსა ყოველივე ეთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გინა თუ დაჴსნისათჳს შჯულისა, გინა თუ ღმრთეებისა მისისათჳს, და განგებისა ყოველივე თქუმულ იყო მის მიერ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომავალი გითხრას“ (16,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა უფროჲსად გამოაჩინებს პატივსა მისსა, რამეთუ უფროჲს ყოველთასა ესე არს თჳსი საქმჱ - ღმრთისაჲ - თხრობაჲ მომავალთა საქმეთაჲ, ხოლო უკუეთუ მასცა სხჳსაგან ისწავლიდეს, რაჲ აქუს უმეტესი წინაჲსწარმეტყუელთასა? არამედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაჲ, რამეთუ მოტევებაჲ ცოდვათაჲ სისხლითა მისითა მოგუეცა, ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით არა თუ ნათლის-ღებითა იოვანესითა, არამედ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“; და არა იტყჳს, თუ: ცოდვათა მოტევებისასა. „და იტყოდაო, რაჲთა ჰრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა“; რამეთუ ვიდრეღა მსხუერპლი იგი არა შეწირულ იყო და სული წმიდაჲ არა გარდამოსრულ იყო, არცა ცოდვათა ჴელითწერილი განხეთქილ იყო, არცა მტერობაჲ დაჴსნილ იყო, არცა წყევაჲ იგი განქარვებულ იყო, ვითარმცა მოეცემოდა ცოდვათა მოტევებაჲ?

ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, რაჲსათჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვა-თა“? უმადლონი იყვნეს ჰურიანი და უგუნურნი და არაოდეს იჴსენებდეს ცოდვათა თჳსთა, არამედ სავსე იყვნეს ყოვლითა ბოროტითა და მარადის თავთა თჳსთა განიმართლებდეს. და ამან საქმემან უფროჲს ყოვლისა წარწყმიდნა იგინი და განაშორნა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. და ამას მოასწავებს პავლე, ვ...

სრულად ნახვა