მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:2

1. ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.3. ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს (4,2).:

თარგმანი: ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მოძღუართასა, ვითარმედ: ესე საძიებელ არს მნეთა, ესე იგი არს განმგეთა მათ შორის, რაჲთა არა ყოველთა სწორებით, არამედ კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა განუყოფდეს საიდუმლოთა, და ამით სარწმუნო იყოს, რაჲთა არა ნიჭთა მათ მეუფისათა თჳსად სახელ-სდებდეს, არამედ ვითარცა მის მიერ მოცემულთა, ესრეთ განუყოფდეს.

თავი ა̂, * გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს (4,2).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, თანა-აც, რაჲთა სარწმუნოჲ იყოს, და არა ესე უჴმს, რაჲთამცა მეუფისასა რასმე თავსა თჳსსა მიიჩემებდა. არამედ ესე საძიებელ არს მნეთა შორის, რაჲთა ვითარცა მონანი, სარწმუნოებით იქმოდინ საქმესა თჳსსა; და ამითცა ზუაობასა მათსა დაამდაბლებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის