თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე დაამდაბლნა მოძღუარნი კორინთელთანი, აწ მცირედ-მცირედ აღამაღლებს და უწოდს მათ მნედ და მსახურად ქრისტესსა, რაჲთა ესე ოდენ ასწავოს მათ, ვითარმედ ნუვინ შეურაცხ და არაღირს პატივისა შეჰრაცხს მოძღუართა თჳსთა, თჳნიერ ამისსა, რაჲთა არა უფალსა დაუტევებდეს და მსახურთა მიერ მისთა სახელ-იღებდეს.
1 კორინთელთა მიმართ 4:1
თარგმანი: კუალად მათთა მათ მოძღუართა მოასწავებს თჳსისა პირისა შემოღებითა.
...ტიანებმა; ამგვარი ლოცვები ელინებისაა, ამგვარი ვედრებები — იუდეველების; ქრისტიანის ლოცვა კი საპირისპიროა: ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილთა მიტევებისა და დავიწყების თხოვნა.
ამბობს: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ“ (). მოუსმინე სტეფანეს, რომელიც ამბობს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). იგი არა მხოლოდ მათ დასაწყევლად არ ლოცულობდა, არამედ მათთვის ლოცულობდა კიდეც; შენ კი არა მხოლოდ მათთვის არ ილოცე, არამედ დასაწყევლადაც ილოცე. როგორც ის საკვირველია, ასევე შენ უკიდურესად ბოროტი ხარ. ვის მივიჩნევთ საკვირველად, მითხარი? მათ, ვისთვისაც ილოცა, თუ მას, ვინც მათთვის ლოცულობდა? ცხადია, მას; ხოლო თუ ჩვენ ასე ვაფასებთ, მით უფრო ღმერთი. გსურს, მტერი დაისაჯოს? მისთვის ილოცე, მაგრამ არა ამგვარი განზრახვ...
...აფერი არსებობს. გამოთქმა „ბრძანებით“ უფრო ქმედითია, ვიდრე „ხმობილი“, როგორც ამის სწავლა სხვაგანაც შეიძლება. ამ სიტყვებს — ტიმოთეს, ნამდვილ შვილს — ჰგავს ისიც, რასაც კორინთელებს ეუბნება: „ქრისტე იესუჲს მიერ ... მე გშვენ თქუენ" (), ესე იგი, რწმენაში. ხოლო ზედსართავს „ნამდვილს“ იმიტომ ამატებს, რომ სურს აჩვენოს ტიმოთეს პავლესთან ზედმიწევნითი და სხვებზე აღმატებული მსგავსება; და არა მხოლოდ ეს, არამედ პავლესადმი სიყვარულიცა და დიდი განწყობაც. აჰა, ეს „ში“ კვლავ რწმენას უკავშირდება; რამეთუ პავლე ამბობს: ნამდვილ შვილს რწმენაში. ხედავ, ქებაც რაოდენ დიდია, თუ მას არა მხოლოდ თავის ძეს უწოდებს, არამედ ნამდვილ შვილსაც. „მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა" ().
2. სარწმუნოება ფუჭი ძიებების წინააღმდეგ
რატომაა, რომ სხვა ეპისტოლეებში წყალობა არსად წამოუყენებია წინ, აქ კი...
...ა წერს და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ (); და კორინთელებსაც კვლავ სწერს და ამბობს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელთა მიმართაც, როცა სწერდა, ამბობდა: „იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია“ (); და ყოველმხრივ იპოვიდა კაცი პავლეს ტიმოთესადმი დიდ სიყვარულს. ახლა მომხდარი სასწაულებიც ტიმოთეს კადნიერებას ცხადყოფს.
ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, რატომ სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (
...იხილე ჭეშმარიტებაჲ თქუმულთა მათ უფლისათაჲ, ვითარ იქმნეს შემდგომად ამაღლებისა მისისა წმიდანი იგი მოციქულნი, ვითარი მოქალაქობაჲ აჩუენეს, ვითარი მოღუაწებაჲ მოიგეს, ვითარცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“. და მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“. რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მო...