...უამისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქუა მოციქულმან, რაჲთა ვიცნნეთ მის შორის მყოფნი იგი ორნი ბუნებანი. ამისთჳს ბუნებასა ღმრთეებისასა ღმრთად ჴორცთა ბუნებისა მის იტყჳს, რომელ ჩუენგან შეისხნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან. ხოლო მამად დიდებისა უწოდს, ვითარ-იგი კუალად სხუასა ადგილსა თქუა "უფალი დიდებისაჲ" (), რაჲთა საცნაურ ყოს, ვითარმედ ღმრთეებისაგან აქუნდა დიდებაჲ იგი ჴორცთა მათ საუფლოთა, რამეთუ ღმრთეებაჲ კაცებასა მისცემდა თჳსისა დიდებისაგან, ხოლო თჳთ არა მიიღებდა მისისა უძლურებისაგან. ვინაჲთგან უკუე ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, რაჲთა, ვითარიცა იყოს პირი წინამდებარისა ქველისსაქმისაჲ, მის გამო სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი იტყჳან: "ღმერთი მშჳდობისაჲ" და "ღმერთი ძალთაჲ" და "ღმერთი წყალობათაჲ", თითოეულსა —ჟამსა თჳსსა; ეგრეთვე აწ "მამად დიდებისად" უწოდს მოციქული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, წინამდებარისა ამის ქველისმოქმედებისაგან, რამეთუ ესოდენი დიდებაჲ მოანიჭა ნათესავსა კაცთასა.
მოციქულისაჲ: მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა (1,17).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ განუცხადებს მრავალსწავლულთა მათ გარეშისა სიბრძნისათა —ეფესელთა, ვითარმედ: სულიერისა სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ ჯერ-არს ლოცვით თხოვაჲ ღ...