მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:5

4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ,6. და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რწმენა სიმართლედ შეერაცხა (15:6):

...ით ტკბობას აღგვითქვამს, არამედ აქედან წასვლისა და სხეულების დაშლის შემდეგ, როცა ჩვენი სხეულები მტვრად და ფერფლად იქცევა, აღგვითქვამს მათ აღდგინებას და უფრო დიდ დიდებაში დამკვიდრებას. „რამეთუ ჯერ-არს, — ამბობს ნეტარი პავლე, — ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ" (). ხოლო სხეულთა აღდგინების შემდეგ უფალი აღგვითქვამს სასუფევლის ტკბობას, წმინდანებთან ერთობას, დაუსრულებელ მოსვენებას და იმ გამოუთქმელ სიკეთეებს, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა" (). მაშ, ხედავ, რა დიდია აღთქმათა უპირატესობა? ხედავ ნიჭთა სიდიადეს?

6. შეგონება სათნოებისა და სულიერი სიწმინდისკენ

ამაზე ვიფიქროთ და ვიცოდეთ აღთქმულის უტყუარობა, გულმოდგინებით მოვამზადოთ თავი სათნოების ღვაწლისთვის, რათა შევძლოთ აღთქმული სიკეთეებით ტკბობა; ჩვენს ცხონებას და ასეთი დიდი სიკეთეებით ტკბობას ნუ შევაფერხებთ დროებითი სიკეთეებისთვის, არ ვიმსჯელოთ სათნოების შრომაზე, არამედ საზღაურზე ვიფიქროთ; არ შევხედოთ ფულის დახარჯვას, როცა ღარიბებისთვის მიცემა საჭიროა, არამედ აქედან მოსალოდნელი შედეგები წარმოვიდგინოთ. სწორედ ამიტომ საღვთო წერილმა მოწყალება თე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა:

...სათა მრავალგზის მცირედი ჟამი დაუყოფია. აწ უკუე ოდეს მიიღოს თითოეულმან მისაგებელი, უკუეთუ არა არს აღდგომაჲ? გარნა იტყჳან ვიეთნიმე ბოროტისმეტყუელნი, ვითარმედ: ჰე, არს აღდგომაჲ, არამედ ჴორცნი არა აღდგებიან. რამეთუ არა ესმის მათ სიტყუაჲ პავლჱსი, რომელსა იტყჳს: „ჯერ-არს ხრწნილისა მის შემოსად უხრწნელებაჲ“. რამეთუ ესე სიტყუაჲ არა სულისათჳს თქუმულ არს, ვინაჲთგან სული არა განიხრწნების, ხოლო აღდგომაჲ დაცემულისაჲ ითქუმის, დაეცემიან უკუე ჴორცნი.

ანუ რად არა გნებავს აღდგომაჲ ჴორცთაჲ? ნუუკუე ვერ ძალ-უცა ღმერთსა? არამედ ესე უკუანაჲსკნელი სიბრმჱ არს. ანუ არა ჯერ-არსა? არამედ რაჲსათჳს არა ჯერ-არს, რაჲთამცა რომელი ეზიარა შრომათა და ჭირთა და სიკუდილსა, ეზიაროს გჳრგჳნთაცა? რამეთუ უკუეთუმცა არა შუენოდა, არცამცა დაბადებულ იყო პირველითგან, და არცამცა თავადსა უფალსა შეემოსნეს ჴორცნი, არამედ მან შეიმოსნა ჴორცნი და აღადგინნა იგინი. და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ“. ანუ ლაზარე რად აღადგინა, უკუეთუმცა უმჯობჱს იყო თჳნიერ ჴორცთაჲსა აღდგომაჲ?

არამედ ნუ სცთებით მწვალებელთაგან, საყუარელნო, რამეთუ არს აღდგომაჲ და საშჯელი, ხოლო ესე არა ჰრწამს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).:

...ბელი ძალსა მას აღდგომილისასა.

შთაიხედენით ადგილსა ამას, რომელი იქმნა ბჭე უხრწნელებისა, იხილეთ ქუაბი, რომლითა ზეცად აღმაღლდით.

დასცხერით სულ-თქუმისაგან და ცრემლთა და ნუ ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა. არქუთ სიკუდილსა სიქადულით: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედით, იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და აჰა წინაგიძღჳს თქუენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“ (28,6-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ დედათა წინაჲთვე აწუევს სული წმიდაჲ ხარებად მოციქულთა და ეტყჳს პირითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: „დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით“. ამისთჳსცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!“ (28,9).

დასჯილი იგი ევა განმართლებულ არს, ექსორიაქმნილი ადამ მოწოდებულ არს, წყევაჲ იგი განქარვებულ არს, სიკუდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ არს, მსახურნი მისნი სირცხჳლეულ არიან, მბრძოლნი ძლეულ არიან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.

მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, არცა გუეუფლოსღა, ვითარცა მოციქული ქადაგებს.

ამისთჳს ჯუარს-ეცუაცა, რაჲთა წყევისაგან მოგჳყიდნეს და კურთხევაჲ მოგუანიჭოს. რამეთუ მას ვნებისა მისგან ჯუარ-ცუმისა არარაჲ ევნებოდა, უფროჲსღა კეთილსა გჳყოფდა.

და მო-რაჲ-კუდა, არა დაშთებოდა სიკუდილსა შინა, არამედ უფროჲსად მკუდართა განაცხოელებდა. დაიკლვოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თჳსითა ყოველთა წარწყმედისაგან იჴსნიდა, და თავადი ეგო უვნებელად.

ხოლო უკუეთუ ვინ იკითხვიდეს, თუ: ვითარ იქმნა ესე? ისმენდინ და ვიტყოდი: ორთა საქმეთა შეერთებაჲ იქმნა მის შორის. საქმეთა ვიტყჳ არა თუ სწორთა, არამედ ყოვლითურთ შეუმსგავსებელთა. რამეთუ მოკუდავი უკუდავსა...

სრულად ნახვა