მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:36

35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.37. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).:

...ოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახჱ და თქუა: „უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრე არა მოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.

ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს...

სრულად ნახვა