...ეუძლია ადამიანს ისეთი გააკეთოს, რითაც სრულად დაიმსახურებს უფლის გულუხვობას? და თუ პავლე, ასეთი დიდი და მაღალი კაცი, ამბობდა: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ", თუ ასე ამბობდა ის, ვინც თავის თავზე ამბობს: „მარადღე მოვკუდები" (), და: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ" (), — მაშინ რა ვთქვათ ჩვენ, რომლებსაც სათნოებისთვის მცირე შრომის გაწევაც არ გვსურს, არამედ მუდამ მოსვენებას ვეძებთ, მხოლოდ იმას ვუყურებთ, როგორ ავიცილოთ ყოველგვარი უსიამოვნება, და ამავე დროს ვიცით, რომ შეუძლებელია იმქვეყნიური (საუკუნო) მოსვენების მიღწევა, თუ აქ მოღვაწე ცხოვრებას არ შეგვიყვარებია? მართლაც, ამქვეყნიური მწუხარებანი ღვთის სათნოყოფისკენ გვიბიძგებენ; და მცირე ღვაწლი, აქ აღსრულებული, იქ დიდ კადნიერებას გვანიჭებს, ოღონდ ამ ქვეყნიერების მოძღვრის (მოციქული პავლეს) შეგონებას მივყვეთ. იფიქრე, საყვარელო: ის, რაც აქ ჩვენ გვემართება, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ხანმოკლეა; ხოლო სიკეთენი, რომლებიც იქ გველოდებიან, დაუსრულებელი და საუკუნოა. „რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი საუკუნო" (...
1 კორინთელთა მიმართ 15:31
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ი დღეც არ შეგვიძლია ისე გავატაროთ, რომ სულიერი ნაყოფი არ შევიძინოთ — ლოცვით, აღსარებით, მოწყალებით თუ სხვა რომელიმე სულიერი საქმით? თუ პავლე, ეს უდიდესი კაცი, ის გამოუთქმელი სიტყვების მსმენელი, რაც დღემდე არავის სმენია, საკუთარი თავის შესახებ ღაღადებდა: „მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა" (), — რითაც გვასწავლიდა, რომ ღვთისმოსაობისთვის ისეთ საფრთხეებს ექვემდებარებოდა, რომ ყოველდღე სიკვდილთან ახლოს იყო; და რასაც ბუნება არ დაუშვებდა (რადგან ყველანი მხოლოდ ერთხელ ვკვდებით), ამას მისი ნებელობის მოშურნეობა აღასრულებდა, თუმცა კაცთმოყვარე ღმერთი მას სხვათა ცხონებისთვის დიდხანს იცავდა, — ასე რომ, თუ ის, ასეთი ღვაწლებით სახელგანთქმული და მიწაზე ანგელოზის მსგავსი, ყოველდღე რაღაცის შეძენას ცდილობდა, ჭეშმარიტებისთვის საფრთხეებს წინააღუდგებოდა, სულიერ სიმდიდრეს აგროვებდა და არასოდეს ჩერდებოდა, — მაშინ რა გამართლება გვექნება ჩვენ, რომელთაც არა თუ არანაირი ღვაწლი არ გვიღვაწია, არამედ ისეთი ნაკლოვანებებით ვართ დატვირთულნი, რომელთაგან ყოველი ცალ-ცალკე შეძლებს დაღუპვის უფსკრულში ჩაგვძირვას, და არანაირ შრომასაც არ ვდებთ თუნდაც ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად? ხოლო თუ ხშირად ისე ხდება, რომ ერთსა და იმავე ადამიანს არა მხოლოდ ერთი ნაკ...
...მრავალთა. ხოლო მათ სიტყჳთა მით სიბრძნისა და მეცნიერებისა მათისაჲთა, რომელი აქუნდა სულისა მიერ წმიდისა, ყოველივე განაქარვიან და დაარწმუნიან ერთა ჭეშმარიტებისა იგი სახარებაჲ. და ესე ყოველი მრავლითა მით მოთმინებითა მათითა წარჰმართეს მადლითა ქრისტესითა, ვითარცა იტყჳს პავლე: „დღითი-დღე მოვსწყდებით“; და ესრეთ აღსასრულადმდე თავს-იდებდეს ყოველთა მათ აურაცხელთა და მიუთხრობელთა ჭირთა და განსაცდელთა.
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან
აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ ჩუენ, რომელთა ესოდენნი სახენი მოთმინებისანი გუქონან და ჩუენ ჟამსაცა მშჳდობისასა დავიჴსნებით, თჳნიერ მბრძოლთასა მოვსწყდებით, თჳნიერ მდევართასა ვივლტით, მყუდროებით და უშრომელად ცხორებაჲ გჳპოვნიეს და ეგრეთცა ვიღელვებით. მაშინ ყოველივე სოფელი, ვითარცა ერთი საჴუმილი, ეტყინებოდა, და მოციქულნი შერბიოდეს და ალისა მისგან გამოიტაცებდეს კაცთა. ხოლო შენ, კაცო, ვერცა თუ თავსა შენსა დაიცავა? არა არს აწ დევნულებაჲ, არცა ტანჯვაჲ, არამედ ყოველივე მყუდროებაჲ იხილვების: მეფენი მორწმუნენი და პატივი ქრისტეანეთაჲ ფრიადი და სწავლანი სულიერნი, და ამას ყოველსა ზედა ფრიადი არს უდებებაჲ და დაჴსნილობაჲ.
ანუ არა ჩუენისა ამის ბუნებისანი იყვნეს წმიდანი იგი? რაჲ არს უკუე ესოდენი...