მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:27

26. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი,27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ობელისა არსებისაჲ იყო? არამედ გულისხმა-ყავნ, ვითარმედ ამათ ყოველთა პირველთქუმულთა მიზეზთათჳს იტყოდა ესრეთ და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს მისთჳს, ვითარმედ უშობელი არს. რამეთუ მოციქულსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“. ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“; ; (14, 10-11); (17,21) და კუალად: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. რამეთუ ძალისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“, და ჴელმწიფებისათჳს იტყოდა: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანას...

სრულად ნახვა