მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:26

25. რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.26. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი,27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
26. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი,
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი (15,26).:

თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელ შემოსრულ იყო შემდგომად საეშმაკოჲსა განზრახვისა და ურჩებისა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ მათსა განქარდების სიკუდილი, რომლისა ძალი აწვე დაჴსნილ არს, ხოლო სრულიად განქარვება მისსა არს, რაჟამს მკუდრეთით აღდგომილთა მათ სიკუდილი არღარა იყოს.

ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცოცხალთა ქვეყანა და უხილავი სიკეთენი:

...იტად სიცოცხლე, სიკვდილისგან თავისუფალი და შეურეველი სიკეთეებით აღსავსე. ამბობს: „რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი“ (); „უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი“ (). როცა ესენი გაუქმდება, სამწუხარო რამ აღარაფერი რჩება: არც საზრუნავი, არც ტკივილი; ამიტომ ყველაფერი სიხარულია, ყველაფერი მშვიდობა, ყველაფერი სიყვარული, ყველაფერი სულის სიმხნევე და ყველაფერი მხიარულება, ყველაფერი ჭეშმარიტი, გულწრფელი და მტკიცე. რადგან იქ ამგვარი დაბრკოლებებიდან არაფერია: არც რისხვა, არც მწუხარება, არც ფულის სიყვარული, არც სხეულთა მიმართ ლტოლვა, არც სიღარიბე, არც სიმდიდრე, არც შეურაცხყოფა და არც სხვა რამ მსგავსი.

მაშ, ჩვენც ამ სიცოცხლეს ვესწრაფოთ და ყველაფერი ამისკენ მივმართოთ. რადგან ამისთვისვე გვებრძანება ლოცვაში ვთქვათ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“ (), რათა მუდამ იმ დღეს მივაპყრობდეთ მზერას. რადგან ვინც იმ სიყვარულით...

სრულად ნახვა