თარგმანი: "ვიდრემდისი" ესე არა დასრულებასა მოასწავებს დაუსრულებელისა მის და დაუსაბამოჲსა ქრისტეს მეუფებისასა, არამედ შენსა სულმოკლებასა ნუგეშინის-სცემს, იტყოდი რაჲ, ვითარმედ: "დაღაცათუ მოაუძლურა ქრისტემან ძალი ეშმაკისაჲ ჯუარცუმითა თჳსითა, არამედ ჯერეთ ჰმძლავრობს ვიეთმე". ამისთჳს გეტყჳს მოციქული, ვითარმედ: შეისწავე ჟამი განჩინებული სრულიად უჩინო ყოფისა მათისაჲ, რამეთუ არა დააცადებს ყოვლისავე ყოფად და ესრეთ ფლობად სუფევითა თჳსითა და წმიდათა მისთაჲთა, ვიდრემდის სიმრავლითა ტყუეთა ეშმაკისაგან მოტაცებულთაჲთა აღავსნეს სიმრავლენი იგი მათ სავანეთანი, რომელ არიან მრავალ სახლსა შინა მამისა მისისასა. ამისთჳს ნუ სულმოკლე ხარ, რამეთუ არა აწვე საწუთროსა ამას სრულიად განქარდეს და პირველსა ამას მოსლვასა თანა ქრისტესსა ყოვლად მოაკლდეს არაწმიდანი იგი ძალნი; რამეთუ ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჯერ-არს მისსა სუფევაჲ", ესე იგი არს, ვითარმედ: მოქმედებაჲ ესე აწინდელისა ქრისტეს მოსლვისაჲ მაშინღა სრულ იქმნების, რაჟამს არა ხოლო ქრისტე, არამედ ქრისტესნიცა იგი იბრძოდნენ და მძლე ექმნნენ წინააღმდგომსა, და ეგრეთღა სრულიად განქარდეს და უჩინო იქმნეს, აწვე...
1 კორინთელთა მიმართ 15:25
...ლე: „პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა“ (). „მაშინღა აღსასრული“ (). „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ ().
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა
ხედავ წინასწარმეტყველურ და სამოციქულო სიტყვათა თანხმობას? რადგან იქ, ერთი მხრივ, ამბობს: „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (); აქ კი: „ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ (). მაგრამ არც იქ „ვიდრე“ და არც აქ „ვიდრემდე“ დროის საზღვრებია. თორემ როგორ დგას ის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ამბობს: „ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას“ (), და კიდევ: „სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ 1:...
...ჳს დავით წინაწარმეტყუელი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. ეწამების მას მოციქული პავლე და იტყჳს: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“. რასა იტყჳთ ამისთჳს? ნუუკუე სთქუათა, ვი-თარმედ ჯდეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!
და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“. არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“. არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს...