თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ ზეცით გამოჩინებასა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, პირველად მორწმუნენი და მართალნი, და რომელნი მოელოდნეს მოსლვასა მისსა ჯეროვნითა წინა-განმზადებითა თავთა თჳსთაჲთა, ესენი წმიდათა თანა აღიტაცნენ მიგებებად უფლისა. ხოლო ცოდვილნი და დასაშჯელნი კრებულისა თანა უღმრთოთაჲსა ქუე დაშთენ, რამეთუ რად საჴმარ არს დასაშჯელთაჲ წინა-აღდგინებაჲ მოლოდებად მსაჯულისა. ამისთჳსცა აწ იტყჳს, ვითარმედ: "მაშინღა აღსასრული". ესე იგი არს, ვითარმედ შემდგომად მართალთა ღრუბლისა მიერ აღტაცებისა, მაშინღა იქმნას აღსასრული, ესე იგი არს, აღდგომაჲ ყოველთა კაცთაჲ. რამეთუ არა მსგავსად აწინდელისა ამის ქრისტეს აღდგომისა, შემდგომად ქონებულისა ამის ფლობისა, ჴელმწიფებაჲ აქუნდეს კაცად-კაცადსა ქმნად, რაჲცა ენებოს, არამედ მაშინ აღსასრული იქმნას ყოველთა კაცობრივთა მოქმედებათაჲ, და დაუსრულებელი დაწყებაჲ საქმეთაებრისა მის მისაგებელისაჲ. ვინაჲთგან ორივე ესე ძალი საკუთარ არს სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "მაშინღა აღსასრული", რამეთუ არა ვიეთიმე აღდგომაჲ იქმნების, არამედ ზოგად ყოველთა ადამისითგან მომკუდართაჲ, და ვითარმედ მაშინ დაესრულების ყოველივე...
1 კორინთელთა მიმართ 15:24
თარგმანი: რაჟამს იგინი აღდგენო, მაშინ ყოველთა საქმეთაჲ მიიღონ აღსასრული.
...და კარგად თქვა: „ცოცხალთა ქვეყანაში“. რადგან ის არის ჭეშმარიტად სიცოცხლე, სიკვდილისგან თავისუფალი და შეურეველი სიკეთეებით აღსავსე. ამბობს: „რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი“ (); „უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი“ (). როცა ესენი გაუქმდება, სამწუხარო რამ აღარაფერი რჩება: არც საზრუნავი, არც ტკივილი; ამიტომ ყველაფერი სიხარულია, ყველაფერი მშვიდობა, ყველაფერი სიყვარული, ყველაფერი სულის სიმხნევე და ყველაფერი მხიარულება, ყველაფერი ჭეშმარიტი, გულწრფელი და მტკიცე. რადგან იქ ამგვარი დაბრკოლებებიდან არაფერია: არც რისხვა, არც მწუხარება, არც ფულის სიყვარული, არც სხეულთა მიმართ ლტოლვა, არც სიღარიბე, არც სიმდიდრე, არც შეურაცხყოფა და არც სხვა რამ მსგავსი.
მაშ, ჩვენც ამ სიცოცხლეს ვესწრაფოთ და ყველაფერი ამისკენ მივმართოთ. რადგან ამისთვისვე გვებრძანება ლოცვაში ვთქვათ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“ (
...ე ფერჴთა შენთა“** (). და ვინ არიან მტრები? მოისმინე, რას ამბობს პავლე: „პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა“ (). „მაშინღა აღსასრული“ (). „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ ().
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა
ხედავ წინასწარმეტყველურ და სამოციქულო სიტყვათა თანხმობას? რადგან იქ, ერთი მხრივ, ამბობს: „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (); აქ კი: „ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ (). მაგრამ არც იქ „ვიდრე“ და არც აქ „ვიდრემდე“ დროის საზღვრებია. თორემ როგორ დგას ის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ამბობს: **„ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომე...
...(იოან. 6,44,65) ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა სათნოებათასა - სიმდაბლესა, რომლი სათჳს თქუა, ვითარმედ აღსასრული არს სათნოებისაჲ. ხოლო ესე სიტყუაჲ რაჲსათჳსღა არს, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“? ესე იგი არს, ვითარმედ საქმეთა იქმოდა ღირსთა მის მიერ გამოსრულისა და მისა მიმავალისა. ესრეთ დასთრგუნვიდა ყოველსა სიმაღლესა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი“ (13,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ არა დაბანითა ოდენ, არამედ სხჳთაცა სახითა გამოაჩინებს სიმდაბლესა, რამეთუ არა უწინარეს დაჯდომისა, არამედ შემდგომად ყოველთა დასხდომისა აღდგა და მერმე არა თუ ოდენ დაჰბანნა ფერჴნი, არამედ განიძარცუა სამოსელი და ესრეთ ჰბანდა. და არა ესე ოდენ,...
...და მოსლვად, არღარაჲ არს დამაყენებელ მოსლვად; და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: იგი მისცემს მამასა, რამეთუ „რა-ჟამს მისცესო მეუფებაჲ ღმერთსა და მამასა“. ვითარცა უკუე მამაჲ რაჲ მოსცემდეს, არა თუ რომელსა-იგი მას მოსცემს, თავისაგან თჳსისა გამოაჴუებს და მას მისცემს, ხოლო თჳთ არღარა აქუს იგი. ნუ იყოფინ! ეგრეთვე რაჟამს ძჱ მისცემდეს მამასა მეუფებასა, არა თუ თავსა თჳსსა მეუფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.
ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შე...