...რამეთუ ვითარცა-იგი მო-რაჲ-კუდა ადამი, მის მიერ ჩუენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით, ეგრეთვე, აღდგა რაჲ უფალი ჩუენი ჴორცითა, ყოველი ბუნებაჲ ჩუენი მის თანა აღდგა, და უკუდავებაჲ მოგუეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოელ არიან“.
აწ ვიხილოთ კუალადცა, ვითარ მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად. პირველად დადგა წინაშე მთავრისაო და განიკითხა მის მიერ, და მერმეღა მიეცა ჯუარ-ცუმად. კეთილად წარმოთქუა ყოველივე მახარებელმან; რამეთუ თავს-იდვა ჩუენთჳს განკითხვაჲ უფალმან პილატესგან, რაჲთა არა დუმილით იქმნას საქმე იგი ვნებისა მისისაჲ და დაიფაროს შური და უკეთურებაჲ ჰურიათაჲ, არამედ გამოჩნდეს სიბოროტე გონებათა მათთაჲ და მედგარი იგი ცილისწამებაჲ მათი.
რამეთუ უკუეთუმცა არა ქმნილ იყო განკითხვაჲ იგი უფლისაჲ, უცნაურ იყო შური იგი ჰურიათაჲ, ხოლო გან-რაჲ-იკითხა, გამოცხადნა გულარძნილებაჲ მათი. და თჳთ პილატეცა ეწამებოდა მაცხოვარსა, ვითარმედ არარაჲ მიზეზი იპოებოდა მის თანა, არამედ წმიდა იყო ყოვლისავე ბრალისაგან, ხოლო ჰურიათა შურსა გამოაცხადებდა, „რამეთუ უწყოდაო, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“. ვითარმცა უკუე ეცნა მას ესე, უკუეთუმცა არა დადგომ...