...როცა ჩემს საქმეებს მოვიფიქრებ და ღვთის კაცთმოყვარეობის უფსკრულს შევხედავ, მაშინ სავსებით ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით ვარ ის, რაც ვარ. „არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა", — რომ თქვა, დაუმატა: „ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ" (). ანუ, თუმცა ჩემი მხრიდან ესოდენ დიდი ბოროტება გამოვიჩინე, მაგრამ მისმა გამოუთქმელმა სახიერებამ და მოწყალებამ მიბოძა მიტევება. ხედავ შემუსვრილ სულს, რომელიც მუდმივად იხსენიებს თავის ცოდვებს, ნათლისღებამდე ჩადენილთაც კი? მას მივბაძოთ ჩვენც და, ყოველდღიურად ნათლისღების შემდეგ ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს ვიხსენებდეთ რა, მუდმივად გონებაში ვინახოთ ისინი და არასდროს მივცეთ საკუთარ თავს მათი დავიწყების უფლება. ეს იქნება ჩვენთვის საკმაოდ ძლიერი ლაგამი, რათა დავიმდაბლოთ და დავიმშვიდოთ. და რას ვამბობ მე პავლეზე, ესოდენ დიდსა და აღმატებულ კაცზე? გინდა ნახო, როგორ ძველი აღთქმის მართლებიც სწორედ ამით გამოირჩეოდნენ, ანუ იმით, რომ უამრავი ღვაწლის აღსრულებისა და ღვთის წინაშე გამოუთქმელი კადნიერების მოპოვების შემდეგ, თავს იმდაბლებდნენ? ისმინე, როგორ პატრიარქი, ღმერთთან საუბრის შემდეგ, მისგან აღთქმის მიღების შემდეგ, ასე ამბობდა თავის თავზე: **„ხო...
1 კორინთელთა მიმართ 15:10
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ი და მაღალი კაცი, ამბობდა: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ", თუ ასე ამბობდა ის, ვინც თავის თავზე ამბობს: „მარადღე მოვკუდები" (), და: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ" (), — მაშინ რა ვთქვათ ჩვენ, რომლებსაც სათნოებისთვის მცირე შრომის გაწევაც არ გვსურს, არამედ მუდამ მოსვენებას ვეძებთ, მხოლოდ იმას ვუყურებთ, როგორ ავიცილოთ ყოველგვარი უსიამოვნება, და ამავე დროს ვიცით, რომ შეუძლებელია იმქვეყნიური (საუკუნო) მოსვენების მიღწევა, თუ აქ მოღვაწე ცხოვრებას არ შეგვიყვარებია? მართლაც, ამქვეყნიური მწუხარებანი ღვთის სათნოყოფისკენ გვიბიძგებენ; და მცირე ღვაწლი, აქ აღსრულებული, იქ დიდ კადნიერებას გვანიჭებს, ოღონდ ამ ქვეყნიერების მოძღვრის (მოციქული პავლეს) შეგონებას მივყვეთ. იფიქრე, საყვარელო: ის, რაც აქ ჩვენ გვემართება, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ხანმოკლეა; ხოლო სიკეთენი, რომლებიც იქ გველოდებიან, დაუსრულებელი და საუკუნოა. „რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი საუკუნო" (). ამრიგად, დროებითი კეთილგანწყობით ავიტანოთ და სათნოების ღვაწლს ნუ ავარიდებთ...
...არათუ მათსაცა რასმე მცირესა შრომასა ამისსა თანა-შეატყუებენ; რამეთუ მათ არარაჲ თავს-ედვა ესევითარი, არამედ ამას გჳჩუენებენ, ვითარმედ ამით ყოვლითა ზეშთა აღმატებულ იყო არა ხოლო ცრუთა მათსა, არამედ თჳთ ჭეშმარიტთა მათცა მოციქულთასა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ" ().
მოციქულისაჲ: ჰურიათაგან ხუთგზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე (11,25).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ხუთგზის ჰურიათა მიერ ვიეც, მომთხუევითა ჟამად-ჟამად, რომელ არს თითოსა ჯერსა მიმთხუევაჲ ოცდაათცხრამეტსა, რომელ არს ერთითა ნაკლული ორმეოცისაჲ; რამეთუ შჯული იყო ჰურიათა შორის, რაჲთა, უკუეთუ ვის უმეტესი ორმეოცისასა მიამთხჳონ, გინებად შერაცხილ იყოს და უპატიოებად ცემულისა მის. ამისთჳს განაჩინეს, რაჲთა ერთგზის არა მიამთხუევდენ უმრავლეს ოცდაათცხრამეტისა, რაჲთა, დაღაცათუ ნამეტნავი უნდეს ცემად მცემელსა, ორმეოცი მიამთხჳოს და არა უპატიო ყოს ცემული იგი მიმთხუევითა ორმეოცსა მეტისაჲთა. ამისთჳს, დაღაცათუ ვისიმე ენების უფროჲსისა ცემაჲ, განყვიან რიცხჳ იგი ცემისაჲ და სხუასა და სხუასა ჟამსა თითოეულსა ჯერსა მიამთხჳიან ოცდაათცხრამეტი, ვითარ-ესე აწ პავლეს ხუთგზის სცეს, რაჲთა მრავლად სცენ, ხოლო თითოეულსა ჯერსა არა აღიყვანეს ორმეოცად, რა...