თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნი გულისჴმის-ყოფითა ვირგებთ და არა გულისჴმის-ყოფითა ვივნებთ? არამედ თჳთ უსულოთაცა ამათ და უგრძნობელთა ნივთთა ჴმანი მაშინღა საჰამებელ არიან, რაჟამს არა უწესოდ და შერევნით, არამედ თჳს-თჳს და შეწყობით სასმენელ იქმნებოდიან.
1 კორინთელთა მიმართ 14:7
6. ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?8. და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14