თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესევე წესი წესიერებისაჲ ესრეთვე განუწესებიეს ღმერთსა, არა ხოლო თქუენ შორის, არამედ ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა შინა, რომელ არიან შესაკრებელნი წმიდათა მისთანი. ესე იგი არიან მორწმუნენი მისნი. რამეთუ ვინაჲთგან იყვნეს შესაკრებელნი წარმართთაცა მეკერპეთანი. ამისთჳს ეკლესიად წმიდათა უწოდს შესაკრებელსა მორწმუნეთასა.
1 კორინთელთა მიმართ 14:33
32. და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ,33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14