მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:30

29. ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ.30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.31. რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ (14,30).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვიდრეღა-იგი შენ სწინაჲსწარმეტყუელებდე, უკუეთუ სხუაჲ აღძრას სულმან წმიდამან წინაჲსწარმეტყუელებად, შენ დუმენ, რაჲთა არა ორთავე ერთად თქუმასა შინა იქმნას შერევნაჲ სიტყუათაჲ. რამეთუ ნუუკუე და სხუაჲ რაჲმე უახლესი სხჳსა მიერ ჰნებავს უწყებად შენდა სულსა წმიდასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის