თარგმანი: თანა-შეჰყვებოდეს წინაჲსწარმეტყუელთა ფარულად ცრუ წინაჲსწარმეტყუელნიცა და მოგუნი. ამისთჳს მცირედთა უბრძანებს წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა არა სიმრავლესა თანა წმიდათასა დაიფარნენ არაწმიდანიცა. ხოლო სხუათა მათ უბრძანებს განკითხვად და ცნობად წინაჲსწარმეტყუელებასა მას ორთა და სამთასა, ნუსადა თანა-შეეტყუოს მათ მოგჳ ანუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელი.
1 კორინთელთა მიმართ 14:29
28. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა.29. ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ.30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14