თარგმანი: აჰა ესერა ზოგად იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებათათჳს და მეცნიერებათა, ვითარმედ: არა ყოვლად წარჴდებიან, არამედ უსრულესისა მოცემითა განიჴადების უსრული ესე.
1 კორინთელთა მიმართ 13:9
...ითქმის, თუ ერთი იტყვის, რომ ღმერთი მიუწვდომელია, ხოლო მეორე იტყვის, რომ მისაწვდომია? განა ეს უკანასკნელი არ არის უმეცარი, ხოლო პირველი — მცოდნე? ნუთუ ვერ ხედავ, რომ პავლეც ამავე გზით მიდის და ამბობს: „რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ“ ()? გაიაზრე, რამდენი რამ მოხდა, რათა ღმერთი შეგვეცნო — არა ის, თუ რა არის იგი არსებით, არამედ ის, რომ იგი არსებობს. სწორედ ამას ამბობს პავლეც: „რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს“ (). მთელი ქმნილება მას ქადაგებს — როგორც ამბობს: „რამეთუ ქმნილებათა სიდიდისა და მშვენიერებისაგან შესაბამისად შემოქმედი განიჭვრიტება“ ()3 — აგრეთვე თვით ადამიანის აგებულება, მისგან ბოძებული პატივნი, სასჯელნი, კეთილისმყოფლობანი, განგებულებანი, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გამოცხადებული სიტყვები და სხვადასხვა ს...
...ა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“ (). და კვლავ: „რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ“ (). და კიდევ: „რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ“ ().
რადგან ამით აჩვენებს, რომ ეს ცოდნა იმდენად არის დაშორებული მაშინდელისგან, რამდენადაც ჩვილია დაშორებული სრულ ასაკამდე მისულ კაცს. „და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი“ (). რადგან მან უკვე ისაუბრა ქებასა და ამაღლებაზე, რომელიც ადამიანური ცხოვრებით ხდება, და გვირჩია, ასე აღვამაღლოთ ღმერთი, ასე ვაქოთ, ასე განვადიდოთ, რითაც უფრო დიდი სათნოებისკენ მოგვიწოდებს; ახლა აჩვენებს, სად ხდება ეს განსაკუთრებით. მაშ, სად ხდება ეს?...
...ძესა აქუს, არავის აქუს სხუასა, რამეთუ მისი იგი მეცნიერებაჲ ბუნებითი არს და არსებითი, ხოლო სხუათაჲ - მისმიერითა მით მადლითა მონიჭებული. ეგრეთვე არცა ძე ვინ იცის, ვითარცა ჯერ-არს ცებნაჲ, გარნა მამამან და სულმან წმიდამან, ვითარცა იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მცირედ რაჲმე ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ“.
ვინაჲთგან ესე ყოველი ღმრთივშუენიერებით მიუთხრა და გულნი მოწაფეთანი ფრთოვან-ყვნა სურვილად მისა და უჩუენა მიუთხრობელი იგი და გამოუთქუმელი ძალი მისი, მერმე მოუწოდს და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“ (11,28-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოედით ჩემდა ყოველნი, არა ესე ვინმე და იგი, არამედ ყოველნი, რომელნიცა ხართ ცოდვათაგან დამძიმებულ, რომელნიცა ხართ მწუხარებათაგან შეპყრობილ, რომელნიცა ხართ ზრუნვათაგან შეურვებულ. მოედით ჩემდა ყოველნი, არა თუ რაჲთა სიტყუაჲ ბრალისაჲ მიგჴადო, არამედ რაჲთა დავჰჴსნნე და განვაქარვნე ცოდვანი თქუენნი და განგისუენო თქუენ, რომელნი-ეგე მათგან ჭირვეულ ხართ და შეიწრებულ; მოედით არა...
...ა ახლისა შჯულისასა, ნუ გიკჳრს, ნუცა ამისთჳს ბოროტად შეჰრაცხავ მას, რამეთუ ახალიცა ესე გულისჴმის-ყოფაჲ ყოფადსა მას მის საუკუნოჲსასა თანა მცირე წოდებულ არს და არასრულ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მცირედ ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ. რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედი განქარდეს“. სრულად მერმესა მას საუკუნესა უწესს და მცირედ - აწინდელსა ამას გულისჴმის-ყოფასა. და კეთილად აჩუენა მან ძუელისა მის შჯულისა წესი და ახლისაჲ და მერმისა მისცა საუკუნისა, რაჟამს თქუა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმაჲ, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაჲ, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“. სიყრმედ ძუელსა მას უწოდა და მამაკაცობად - ახალსა. მერმე იტყჳს ახალისა ამისთჳს და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ - პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“. ხოლო დაღაცათუ მი-რაჲ-ვემთხჳნეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხუაჲ უაღრესი ცხორებაჲ შემოვალს, არამედ არა ვიტყჳთ ამის ჯერისათჳს, თუ შეურაცხ არს ახალი ესე შჯული, არამედ უწყით, ვითარმედ დიდ...